ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "იმედი" "თი ვი ემ არის" საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ნიუპოსტი" "იმედის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ტელეკომპანია "იმედის" პოზიცია კომპანია "თი ვი ემ არის" გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
როგორც ჩვენს წინა განცხადებაში აღვნიშნეთ, ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, ჩავერიოთ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის არსებული საგადასახადო დავაში და შევაფასოთ მისი კანონიერება და მიზანშეწონილობა. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ტელეაუდიტორიის გაზომვებში ჩართული ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე ეჭვქვეშ დააყენებს ამ გაზომვების სანდოობას და მათით მანიპულირების რისკს მნიშვნელოვანდ გაზრდის. როგორც ჩვენ ვხედავთ, ამ საკითხთან მიმართებით საგადასახადო ორგანოს და კომპანია "თი ვი ემ არს" კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. სამწუხაროა, რომ სადღეისოდ არსებული მდგომარეობით, ვერ მოხერხდა საკითხის მშვიდობიანი ფორმით გადაჭრა და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ტელეკომპანია "იმედმა", ისევე როგორც სხვა ქართულმა ტელეარხებმა, ვერ მიიღო მონაცემები სატელევიზიო რეიტინგების შესახებ. ეს ფაქტი და მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ინტერესებს, ვინაიდან ის უშუალოდ აისახება სარეკლამო ბაზრის ფუნქციონირებაზე, მაუწყებლების შემოსავლებსა და, საბოლოო ანგარიშით, სიტყვის თავისუფლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამ მდგომარეობის უსწრაფესად გამოსწორება სატელევიზიო ბაზრის ყველა მოთამაშისთვის სასიცოცხლოდ აუცილებლია. სადღეისოდ შექმნილი პატური სიტუაცია აზარალებს მთელ სატელევიზიო ბაზარს და საჭიროებს უმოკლეს ვადებში ეფექტიანად გადაჭრას. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი პოზიციის და მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზა სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებსა და კომპანია "თი ვი ემ არ"-ს შორის მოლაპარაკებაა. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და "თი ვი ემ არ"-სა და შემოსავლების სამსახურს შორის შედგა პირველი კომუნიკაცია. ამ პროცესის საქმიან ჭრილში გადაყვანასა და და შედეგზე ორინეტირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი კომპანია იმთავითვე გამოთქვამდა და ამჟამად კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას. ამავე დროს, გვინდა მოვუწოდოთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ კომპანია "თი ვი ემ არ"-ის მიმართ მუქარების შესახებ არსებული ინფორმაციის ყველა დეტალი და, დამნაშავეთა გამოკვეთის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები. იმედი გვაქვს, რომ საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ასევე გახდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერესის საგანი, ვინაიდან საქმე ეხება სამაუწყებლო ბაზრის და მისი ფუნქციონირების პირობების უზრუნველყოფას. ამავე დროს, გვინდა დავძინოთ: ვინაიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემამდეც სატელევიზიო რეიტინგების დათვლის პროცესში უკვე შეიქმნა პრობლემები, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს გამოკითხვის არსებული პანელის სანდოობა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოკითხვის პანელის ეტაპობრივად სრული განახლების იდეას, რამაც ყველანაირი კითხვები უნდა მოხსნას. მოვუწოდებთ, ყველა ტელეკომპანიას, ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში, რათა საბოლოოდ, ამ გზით ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ვითარება, როდესაც გამოირიცხება სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირება ყველანაირი ალბათობა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მხრიდან. დასასრულს, გვინდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ტელეკომპანიების და სარეკლამო სააგენტოების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ჩვენთვის მეტწილად მისაღებია ის ზოგადი პათოსი, რასაც ეს განცხადება ეფუძნება. თუმცა, იმავდროულად მასში ჩადებულია პირდაპირი მოწოდება კომპანია "თ ივი ემ არ"-ის მიმართ, საგადასახადო ორგანოს არ გადასცეს ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც კანონით არის სავალდებულო. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს საკითხის გარშემო არსებული ისედაც მძიმე ვითარება და პრობლემის გადაჭრას არსებითად შეუშალოს ხელი", -ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა