თსუ-ს მაგისტრანტები სასჯელაღსრულების სამინისტროში პრაქტიკას გაივლიან
საზოგადოება - 15:24, 20 Mar, 2014     1411

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტატურის სტუდენტებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროში პრაქტიკული სასწავლო კურსი (იურიდიული კლინიკა) დაიწყო. მომავალი იურისტები სასჯელაღსრულების კლინიკის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში პრაქტიკულ სწავლებას ერთი თვის განმავლობაში გაივლიან. სტუდენტები უკვე გაეცნენ ადმინისტრაციული დეპარტამენტის და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას. ერთი თვის განმავლობაში კი ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, პრობაციის ბიუროებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას შეისწავლიან.

თსუ-ს სტუდენტების მიერ სასჯელაღსრულების კლინიკის გავლა 2014 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში გადაწყდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩართულნი არიან საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, ახორციელებენ ვიზიტებს პრობაციის ბიუროებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ესწრებიან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის სხდომებს.

სხვადასხვა უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სამინისტროში პრაქტიკას და სტაჟირებას გადიან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმდებიან კიდეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42