მთავრობის სხდომაზე პრობაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს
საზოგადოება - 13:03, 20 Mar, 2014     622

დღეს მთავრობის სხდომაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მოიწონეს.

აღნიშნულ კანონს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი, სასამართლო (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ან კიდევ ადგილობრივი საბჭო) ვალდებულია აღსრულების აქტში მიუთითოს, რომელ პრობაციის ბიუროში უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული.

აქამდე არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზი, რის გამოც პირობით ვადამდე გათავისუფლებული უმისამართო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრობაციის ბიურო ვერ ახორციელებდა აღსრულებას. სასამართლოს (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისან კიდევადგილობრივი საბჭოს)გადაწყვეტილება ვერ სრულდებოდა იმის გამო, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და მასზე ძებნა ვერ ცხადდებოდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ხარვეზი სწორდება.

გარდა ამისა, თუ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კარგად იქცევა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ (ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ2/3; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ 3/4) დაწესებულების დირექტორს შეუძლია წარდგინებით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

აქამდე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებსპირობით ვადამდე გათავისუფლება არ ეხებოდათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42