ვინ გაავრცელა ჟვანიას ვიდეო
საზოგადოება - 10:59, 20 Mar, 2014     4417
გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ხათუნა ხოფერია „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების დროს იქ მუშაობდა რამდენიმე კამერა, იქიდან ერთ-ერთი შსს-ს ვიდეოკამერა იყო.
„სავარაუდოდ, ეს მასალა იმ ადამიანმა გაავრცელა, ვინც იყო ავტორი ამ კადრებისა. ალბათ, ეყო ჭკუა და შეინახა კადრები, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მასალა მოქმედებაში მოიყვანილი ბომბი იყო... ტუჩის ქვეშ ზურას ჰქონდა ნაკერი გაკეთებული, თუმცა ამ ნაკერზე სილურჯე შეიმჩნეოდა. ის არ ვიცოდი, ტუჩის შიგნითაც თუ იყო დაზიანება. ძალიან საინტერესოა თვითონ რაულ უსუპოვის კადრები, მას ემჩნევა, რომ გვამი არის ნათრევი და გადაადგილებული, სხვა შემთხვევაში შარვალი ასე არ ისვრება მტვრისგან... საინტერესოა თუ არ რცხვენიათ ზურაბ ჟვანიას იმ „მეგობრებს“, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირით გაიგუდა. გგონიათ რამე შეიცვლება? ადამიანს რომ შერცხვეს, ნამუსი უნდა ჰქონდეს“ - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.
„ყოფილი მმართველი პარტიის ის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ და შანსს არ უშვებენ ხელისუფლება გააკრიტიკონ, გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ჟვანიას კადრები გავრცელდა. ერთადერთი ვინც ამ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა გოგა ხაჩიძე იყო, რომელმაც ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ხომ შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს – პირადად გოგლა ჟვანიამ აიღოს ზურაბ ჟვანიას საქმე. აიღოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და სრულად გაასაჯაროოს. მერე ის ახსნას, რას და რატომ არ ეთანხმება. ხომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული იდიოტიზმი?! პირადად მე უკვე აღარ მესმის, როდემდე უნდა გავუფრთხილდეთ ზურაბ ჟვანიას სახელს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ცალკე ოჯახის წევრები და ცალკე ხელისუფლება მუდმივად ახდენს ამ საკითხით მანიპულაციებს“, - წერს „ალია“.
მოგვიანებით ხაჩიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს: „პირადად თქვენ გეკითხებით! რატომ გაასაჯაროეთ ფოტომასალა, რომელიც ჟვანიას საქმეში ოფიციალურად დევს?!“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42