თიბისი ბანკი 2014 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:21, 19 Mar, 2014     4380

„Global Finance“-მა საუკეთესო ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე, 30 ქვეყანაში გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდოს თიბისი ბანკი ამ გამოცემისგან ზედიზედ უკვე მესამე წელია იღებს.

ბანკების შეფასება ხდება საერთაშორისო ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ფინანსური ინდუსტრიის ანალიტიკოსების, დიდი კორპორაციების აღმასრულებლებისა და საბანკო კონსულტანტებისგან. ისინი ბანკებს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევენ. შეფასების კრიტერიუმებია: აქტივების ზრდა, მომგებიანობა, სტრატეგიული პროექტები, კლიენტების მომსახურების ხარისხი, კონკურენტუნარიანი შემოთავაზებები და ინოვაციური პროდუქტები.

ჟურნალი „Global Finance” უკვე 21-ე წელია ავლენს საუკეთესო ბანკებს განვითარებად ბაზრებზე. კვლევა მოიცავს ლათინურ ამერიკას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას.

„ბანკები, რომლებსაც ჩვენ ვაჯილდოებთ, ზოგჯერ ზომითა და გამოცდილებით არ არიან პირველები, მაგრამ ისინი გამოირჩევნიან მიზნობრივი პროდუქტებისა და შეთავაზებების სრულყოფილებით იმ ბაზრებზე, რომლებზეც ოპერირებენ. ეს ბანკები მერყევი და არასტაბილური გარემოს მიუხედავად, საუკეთესოები არიან,“ - ამბობს ჯოზეფ ჯიარაპუტო, „Global Finance”-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ უკვე მესამე წელია ვიღებთ ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს. ეს ჩვენ გვაძლევს მეტ სტიმულს, ვიყოთ პირველები როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით,“_ განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42