,,სუხიშვილები“ რუსეთში გასტროლზე აღარ წავლენ. ამის შესახებ თავად ნინო სუხიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოცეკვავეთა ფინანსური მდგომარეობის, რაც გასტროლებზეა დიდწილად დამოკიდებული, ის თავის თავზე იღებს ამ გადაწყვეტილებას და რუსეთში გასტროლზე უარს ამბობს.
"დღეს გადაწყვეტილების მიღება მე მომიწია – უარი ვთქვი გასტროლზე. შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა რუსეთში წასვლა. 22 კონცერტი გავაუქმე. ფინანსურად ეს, შესაძლოა, დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მე ყოველთვის ინტუიციით ვმოქმედებ. ინტუიციას აქამდე ჩემთვის არასოდეს უღალატია. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძნელი მისაღები კი ის იმიტომ იყო, რომ მოცეკვავეების ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ისინი გასტროლების ხარჯზე არსებობენ. შესაბამისად, ამ 22 კონცერტზე უარის თქმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო.", - აღნიშნავს ნინო რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






