შემოსავლების სამსახური "თი ვი ემ არ საქართველოს" დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 17:01, 18 Mar, 2014     2065

შემოსავლების სამსახური "თი ვი ემ არ საქართველოს" დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 24 თებერვალს შპს „თი ვი ემ არ საქართველოს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია დაიწყო.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ამ ეტაპისთვის კომპანიის ოფისში დასრულებულია კუთვნილი ძირითადი საშუალებების (მათ შორის, გამზომი მოწყობილობის ნაწილის) ფაქტობრივი აღწერა. რაც შეეხება საკვლევი ოჯახების მიხედვით განთავსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას, მის წარმოდგენაზე საზოგადოების დირექტორმა ქ-მა ნინო გოგოლაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დაცულობას დაადასტურებდა წერილობით. ამასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს შედგა ოქმი, რომელზეც ხელი კომპანიის დირექტორმაც მოაწერა.

კომპანიას ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, მოცემული საკანონმდებლო ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით - მოცემული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან მისი გადაცემა მესამე პირისათვის ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ამასთან, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994-ე ბრძანების თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვლა უნდა მოხდეს მათი ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, საზოგადოების ეს შემოთავაზება ვერ განიხილება შემოსავლების სამსახურის მიერ.

გადამხდელი ამ წუთამდე უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე, რის გამოც მას ინფორმაციის მოწოდების ვადის ამოწურვის შემდეგ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე კანონის მოთხოვნების სრული დაცვითა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გუშინ დაიწყო „თი ვი ემ არ საქართველოს“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების საგადასახადო შემოწმება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ: შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე გამოცხადდნენ სამუშაო საათებში.

გუშინ, შემოსავლების სამსახურის კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამჯერად კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე. მეტიც, მათ ჩაკეტეს ოფისში რამდენიმე ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები. აუდიტორებს შეეზღუდათ საშუალება მოეხდინათ დოკუმენტაციის შესწავლა-აღრიცხვა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით დაიწყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით!

საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოში მოქმედ კომპანიებში სხვადასხვა პერიოდულობით. შემოსავლების სამსახური, კანონით დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად, ახორციელებდა და ახორციელებს ასობით კომპანიის საგადასახადო შემოწმებას. მათ შორის არის არაერთი ისეთი კომპანია, რომელიც ფლობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს. ყველა ეს ინფორმაცია დაცულია შემოსავლების სამსახურის ბაზებში და ამ ინფორმაციების დაცულობის გარანტი საქართველოს კანონმდებლობაა.

აქვე, არასდროს, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევას, არც ერთ კომპანიას საქართველოში უარი არ უთქვამს და, მით უმეტეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის, განეხორციელებინათ კანონით დაკისრებული ფუნქციები, შეემოწმებინათ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის დოკუმენტების დამალვა იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას.

დაბოლოს, გუშინ სატელევიზიო ეთერებით გაჟღერდა არაერთი ბრალდება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ან არასათანადოდ გამოყენების თაობაზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანია „თი ვი ემ არ საქართველოს“ შემოწმების პროცესში, ისევე როგორც სხვა კომპანიების შემოწმებისას, ხორციელდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს აქვს ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მამხილებელი მტკიცებულება, არსებობს სტრუქტურები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ შესაბამისი გამოძიება“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42