შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის“ განცხადება ,,თი ვი ემ არ საქართველოში“ შემოსავლების სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 16:27, 18 Mar, 2014     4413

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექტს:

,,საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 17 მარტს ღამით კომპანია „თი ვი ემ არ საქართველოში“ მოხდა შემოსავლების მონიტორინგის სამსახურის შესვლა კომპანიის საქმიანობის შემოწმების მიზნით. კომპანია ოპერირებს სატელევიზიო ბაზრის გაზომვის სფეროში და მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა და დაინტერესებული მხარეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. კომპანია თი ვი ემ არ-ს, ისევე როგორც მსგავს სფეროში ან მარკეტინგული და სოციალური კვლევების ინდუსტრიაში მოღვაწე ნებისმიერ კომპანიას და, მათ შორის, შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსს“, ურთიერთობა აქვს რესპონდენტებთან, მოქალაქეებთან, მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან და ა.შ. კომპანია თი ვი ემ არ-ი სატელევიზიო რეიტინგების გაზომვას ახორციელებს მოქალაქეების ოჯახში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურის, ე.წ. ფიფლმეტრების (People Meters) მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების მონიტორინგის სამსახურის მთავარი მოთხოვნა, სწორედ იმ ოჯახების სიის გადაცემა იყო, რომლებთანაც კომპანია თი ვი ემ არ-ს დამონტაჟებული აქვს ხსენებული ფიფლმეტრები.

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაწესებულებების და, სახელდობრ, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა საფრთხის ქვეშ აყენებს რესპონდენტთა კონფიდენციალურობის საკითხს, ჩვენს მიერ ეს ფაქტი აღიქმება ჩვენი, როგორც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების, უფლებების უხეშ დარღვევად და აგრეთვე რესპონდენტთა უფლებების დარღვევად, რაც გათვალისწინებული და დაცულია „საქართველოს კანონით სტატისტიკის შესახებ“.

მიუხედავად იმისა, რომ თი ვი ემ არ-ი სთავაზობდა და სთავაზობს შემოსავლების სამსახურს შემოწმების ალტერნატიულ გზებს, შემთხვევითი წესით რამოდენიმე ოჯახის ამორჩევას და აპარატურის ადგილზე შემოწმებას, შემოსავლების სამსახურის მიდგომა რჩება უცვლელი და მიმართულია რესპონდენტის კონფიდენციალურობის დარღვევისკენ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას ფაქტობრივად მოუწევს საკუთარი საქმიანობის შეჩერება და/ან მონიტორინგის ალტერნატიული პროცესის აწყობა/წარმართვა, რაც აგრეთვე არღვევს კანონს. სახელდობრ საგადასახადო კოდექსის XII კარში, რომელიც საგადასახადო კონტროლს ეხება, 255 მუხლის (ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით) მე-3 პუნქტში ვკითხულობთ:

„საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა“

ეს ფაქტი არ არის მხოლოდ თი ვი ემ არ-ის პრობლემა. ეს გვეხება ყველა კომპანიას, რომელსაც ხსენებულ და/ან მსგავს სფეროში გვიწევს მოღვაწეობა, რესპონდენტებთან გვაქვს ურთიერთობა და აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ მათი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენს კომპანიებს კონფიდენციალურობის მარეგულირებელი მუხლი ყველა კონტრაქტში აქვს ჩადებული. ანუ ჩვენ გვთხოვენ არა მარტო კანონის, არამედ კონტრაქტების დარღვევასაც, რომ აღარაფერი ვისაუბროთ ბიზნეს ეთიკაზე.

აქ უკანა პლანზე გადადის და ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება კონკურენტული გარემო. კომპანია თი ენ ეს-ი, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსია“, მსოფლიოს მასშტაბით 120 ქვეყანაში მუშაობს და 34 ქვეყანაში დაკავებულია სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებით, თუმცა გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომელიც ასე უხეშად დაარღვევდა რესპონდენტა კონფიდენციალობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს. კონკურენტებო, კოლეგებო, მეგობრებო, თი ვი ემ არ-ის შემთხვევა დღეს პირველი მნიშვნელობის საკითხია, პრიორიტეტულია და მასზე და ჩვენს რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდენა მომავალში ჩვენი სფერო და იქნება თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში ზეწოლისგან თავისუფალი და ეთიკური ბიზნესის წარმოება.

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი“ გმობს აღნიშნულ ფაქტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კომპანია თი ვი ემ არ-ს და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ანალოგიური თანადგომისკენ. ნუ დაელოდებით თქვენს ჯერს, დააფიქსირეთ პოზიცია! დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ აღვკვეთოთ ბიზნესზე ზეწოლა და არ დავუშვათ მსგავსი ფაქტის გამეორება მომავალში!

კოლეგებო, თი ვი ემ არ-ის დამფუძნებლებო, ხელმძღვანელობავ, თანამშრომლებო, გქონდეთ ჩვენი მხადაჭერისა და დახმარების იმედი ყველა, ხაზს ვუსვამთ, ყველა შესაძლო საკითხში“.

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუს“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42