ზაზა ხატიაშვილი ნარკომანიასთან ბრძოლის სასკოლო პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის
საზოგადოება - 14:06, 18 Mar, 2014     2051

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნარკომანიასთან ბრძოლის სასკოლო პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზაზა ხატიაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ჟურნალისტებს მიმართავს.

"ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ახალგაზრდა თაობის ნარკოტიკებისაგან დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების მექანიზმის შექმნის პოლიტიკური ნება, ეს მისია საპატრიარქომ, ჟურნალიტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე.

სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არანაირად არ გამოსწორდა. პირიქით, თუ ვირწმუნებთ საგაზეთო მასალებს და არა მარტო, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებამ იმატა, განსაკუთრებით შოკისმომგვრელია ისეთი ნარკოტიკების მიღების მატება, როგორიც არის ე.წ "კრაკადილი" ან სხვა იაფფასიანი ნარკოტიკი, რომელიც პირდაპირ ალპობს ადამიანს. განსაკუთრებით გახშირდა იაფფასნიანი ნარკოტიკების მიღება ახალგაზრდებში, რაც იწვეს სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან შეშფოთებას.

ხელისუფლებისათვის წინასაარჩევნო ფონი უცვლელია, მორიგი წინასაარჩევნო აფიორა სწორედაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით არის წამოწყებული, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე არაერთხელ გაგონილი აქვს. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ უნდა აშენებულიყო 100 ქარხანა, როგორ უნდა გაზრდილიყო პენსია 250 ლარამდე. სამართლიანობის აღდგენის ეგიდით, როგორ უნდა შექმნილიყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და რომ უნდა მიგვეღო ქართველი ხალხისათვის ასე ნანატრი სამართლიანი მართლმსაჯულება.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარი პროკურორი ნარკოდანაშაულზე სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა და დასძინა, რომ ნარკომომხმარებელთა ადგილი სწორედაც, რომ ციხეშიაო, სატელევიზიო სივრცემ მაშინვე აიტაცა მისი ეს ინიციატივა, რომელიც ასე ნაცნობ წინასაარჩევნო აფიორას უფრო ჰგავს და სრულ უტოპიას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ არსებულ რეალობას. ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით, საქრთველოში, დაახლოებით 200 000 ზე მეტი ნარკომომხმარებელია, სააპატიმრო დაწესებულებას კი მხოლოდ 30 000 პატიმრის მიღება შეუძლია. თუ მთავარი პროკურორის ინიციატივას მივყვებით, ქვეყანაში ციხეების აქტიური მშენებლობა უნდა განახლდეს, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო აფიორამ მაინც იმოქმედა და ხალხს თითქოს დაებადა იმედი, რომ ხელისუფლება მართლაც ზრუნავდა ნარკოდანაშაულის შემცირებაზე, თუმცა საკმარისია ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობას უფრო რეალისტურად შევხედოთ და ყველასათვის ნათელი ხდება, რომ მსგავსი მეთოდებით პრობლემა არ ამოიფხვრება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გამოიცვალა ოთხი პირველი პირი - სამი პრეზიდენტი და ერთი პრემიერ-მინისტრი. თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდიას, ქართული ერის და გენის გადარჩენზე არავინ ზრუნავდა. საქართველოს მოსახლეობა დიდი იმედით შეხვდა მილიარდერი ლიდერის ქვეყნის სათავეში მოსვლას, მაგრამ მისი მოღვაწეობის ერთწლიანი პერიოდი არაფრის მომცემი გამოდგა. სამწუხაროდ, მანაც ვერ გაბედა ხმა ამოეღო სასწავლო დაწესებულებებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სასწავლო მექანიზმების შექმნაზე. სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის რექტორის დანიშვნა, მოწმედ დაბარებული მოქალაქის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადება და ა.შ. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ბატონი მარგველაშვილი განათლების მინისტრობიდან პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდა, მაგრამ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, არც მარგველაშვილს და არც ივანიშვილს არ დასცდენია, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რომელიც იღუპება ამ საზარელი ნარკოტიკების მოხმარებით, არავინ გამოჩენილა ინიციატივით სასკოლო დაწესებულებებში დანერგილიყო ნარკოტიკების, ალკოჰოლის, სიგარეტის მავნებლობის სწავლების კურსი, არავის შეუთავაზებია განათლების ეროვნული კონცეფციის შექმნა, რათა სავარაუდო ნარკომომხმარებლები მაინც ყოფილიყვნენ დაცულნი ნარკოტიკების მიღებისგან.

თქვენო უწმინდესობავ, მთელი ცივილიზებული სამყარო გადასულია სასწავლო დაწესებულებში ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო პროგრამების შექნაზე და მის სრულყოფაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი სასკოლო სწავლების მექანიზმი, რომლითაც ბავშვებს 10-12 წლის ასაკიდან ასწავლიან ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ, 30 წელია არსებობს, გამოცემულია სპეციალური სახელმძღვანელოები. ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო პროგრამების დანერგვამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო, სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკების მიღებამ ასეთ ქვეყნებში საგრძნობლად იკლო. ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო პროგრამების მექანაზმის შექმნაზე ევროპის საბჭომ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია და რეკომენდაციით მიმართა წევრ ქვეყნებს შეემუშავებინათ ეროვნულ სკოლებში სასწავლო პროგრამები. სამწუხაროდ, როგორც სჩანს, აღნიშნული რეკომენდაცია არ იყო მისაღები საქართველოს არც ერთი ხელისუფლებისათვის, არც ერთი მთავრობის პირველი პირისათვის. ამიტომ, საქართველოში არ მომხდარა მსგავსი პროგრამების სასწავლო დონეზე დანერგვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა ნარკოტიკებთან ბრძოლის ბრწყინვალე კონცეფცია, სადაც განსაკუთრებული როლი ენიჭება სასწავლო დაწესებულებებში ნარკოტიკის მავნებლობის სასწავლო პროგრამების შექნას. აღნიშნულმა მექანიზმებმა გამოიღო დიდი შედეგი, დღესდღეობით ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში სიგარეტის მოწევაც კი ცუდ ტონად ითვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ ნარკოტიკებზე და ეს მიღწევები, სასკოლო პროგრამაში ნარკოტიკების მავნებლობის სასწავლო დისციპლინის შექმნამ გამოიწვია.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ავტორიტეტი, ამიტომ საჭიროა თქვენი თანადგომა, რათა ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებებში დანერგოს მინიმუმ სამწლიანი სასწავლო კურსი ნარკოტიკების, ფსიქოტროპული საშუალებების, სიგარეტის, ალკოჰოლის მიღების მავნებლობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკები, წალეკავს ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს. თქვენო უწმინდესობავ, ძალიან კარგი იყო თქვენი წამოწყება ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლობის თაობაზე, მაგრამ, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა სასკოლო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდას დაიცავს ნარკოტიკების მიღების მავნე ჩვევის დაუფლებისგან, ქართველი ერი ვერ გამრავლდება.

პატივცემულო ჟურნალისტებო, სატელევიზიო სივრცე გადაჭედილია უაზრო პოლიტიკური კინკლაობით, მაშინ როდესაც ყოველდღიურად შეიძლება ახალგაზრდა შევიდეს ღამის კლუბში და მას მეგობრულად გაასინჯონ ნარკოტიკი. 14 – 15 წლის ახალგაზრდა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ნარკოტიკის მავნებლობაზე ფიქრობს, რომ ნარკოტიკს ერხელ გასინჯავს და შემდეგ მას აღარ გაეკარება. ნარკოტიკის ერთხელ გასინჯვას მოსდევს მეორე გასინჯვა, მერე, მესამე და არასრულწლოვანი ბავში ხდება ნარკოტიკებზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, როდესაც მშობლები იგებენ აღნიშნულის თაობაზე, მათი შვილი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანია.

თუ ეს პრობლემა მთელმა სატელევიზიო სივრცემ აიტაცა, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, იძულებული შეიქმნება დაგვპირდეს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან სასწავლო დაწესებულებებში შესაძლებელი გახდება მინიმუმ სამწლიანი სასწავლი პროგრამის დანერგვა ნარკოტიკების მავნებლობის თაობაზე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოვდივარ ინიციატივით, რათა საპატრიარქოს ეგიდით, ჟურანლისტების, ექსპერტების, განათლების სამინისტროს, ფსიქოლოგების და სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლების ძალისხმევით შეიქმნას კომისია, რომელიც შეიმუშავებს სასწავლო სახელმძღვანელოს ნარკოტიკულიდა ფსქოტროპიული საშუალებების მავნებლობის თაობაზე. სასწავლო პროგრამის დანერგვა უნდა მოხდეს ყველა საჯარო თუ ფასიან სკოლაში 2014 წლის სექტემბრიდან. თუ იქნება სამოქალაქო საზოგადოების დიდი აქტივობა, განათლების სამინისტროს შეუძლია ჩამოიყვანოს ევროპიდან ექსპერტები, ვინც ევროპის ქვეყნებში შექმნა და დანერგა მსგავსი საასწავლო პროგრამები სკოლებში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვაანალიზებ რა ჩემს პირად საადვოკატო პრაქტიკას მიმაჩნია, რომ სასწავლო პროგრმა უნდა მოიცავდეს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

1. თეორიული კურსის სწავლება მოზარდმა უნდა დაიწყოს საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო თუ ფასიან სკოლაში 12 წლის ასაკიდან. საჭიროა მოზარდის ინფორმირება თუ რა არის ნარკოტიკული ნივთიერება, როგორ ალპობს მისი მიღება ორგანიზმს, როგორ აფერხებს ახალგაზრდის განვითარებას და რა შედეგის მომტანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირისათვის ნარკოტიკების მიღება. ასევე, მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ თუ იგი მიიღებს ნარკოტიკს ეს მოქმედებს მის გენეტიკურ განვითრებაზე, რომ მას სავარაუდოდ ეყოლება ინვალიდი შვილები და იგი ვერ განიკურება მავნე ჩვევისგან. წიგნი უნდა იყოს შავ-თეთრი უამრავი ფოტომასალით დატვირთული, 12 წლის ასაკიდან მოზარდს გონებაში უნდა აღებეჭდოს, რომ მისთვის ნარკოტიკი არის ყველაზე საძულველი და საზიზღარი;

2. თეორიული კურსი უნდა მოიცავდეს მინიმუმ თვეში ერთხელ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობაზე შექმნილი ფილმების კოლექტიურ ყურებას, ნამდვილი ნარკომანების ისტორიაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ყურებას და მის გარჩევას. 16 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს მოზარდების გაყვანა ნარკიმანიისაგან მკურნალობის ადგილებზე და ა.შ.

3. სასწავლო დაწესებულებებში ნარკოტიკის მავნებლობის თაობაზე სასწავლო კურსი უნდა ასწავლონ სპეციალურად მომზადებულმა პედაგოგებმა, რომლებიც უნდა შეირჩნენ კონკურსის წესით. პედაგოგებმა უნდა გაიარონ სამ წელში ერთხელ გადამზადების კურსები. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები სახელმწიფოს დაუჯდება ბევრად იაფი, ვიდრე ავადმყოფი ნარკომანის ციხეში გამოკეტვა და შენახვა.

პატივცემულო ჟურნალისტებო, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებო, მოგმართავთ თხოვნით, დაიბაროთ ხელისუფლების პირველი პირები და წინასააჩევნოდ ააღებინოთ ვალდებულება, 2014 წლის სექტემბირიდან სასკოლო დაწესებულებებში ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების სასწავლო პროგრამის ამოქმედების თაობაზე. მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება ჟურნალისტთა კორპუსის ერთიანობა და ძალისხმევა, საშინელ მოვლენას, რომელსაც ჰქვია ნარკოტიკი, რომელმაც წალეკა საქართველო და რომელიც ემუქრება ჩვენს ერს გადაგვარებით, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით დავამარცხებთ.

გთხოვთ, ყველამ ერთად ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა, ჩვენი ახალგაზრდა თაობის წინაშე. ეს ბოროტებაა, რომელიც არ ვიცით ხვალ ვის კარს შეაღებს. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შეძლო ევროპამ და ამერიკამ ამ ბოროტებასთან შებრძოლება და თუ ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მართვის დასავლური კურსი აქვს აღებული, მაშ რატომ არ უნდა გაიზიაროს მისი წარმატებული პრაქტიკა ამ სენთან ბრძოლის საწინააღმეგოდდა რატომ უნდა იაროს კვლავ ნულოვანი ტოლერანტობის გზით, რომელმაც ქვეყანას, როგორც უკვე ვნახეთ, კარგი არაფერი მოუტანა" ,-ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42