2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სანქციები, რომლებიც ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
სურსათის ეტიკეტირება რეგულირდება შემდეგი ნორმატიული დოკუმენტით: ტექნიკური რეგლამენტის - ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის პირველი იანვრიდან და აღნიშნული დოკუმენტით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის #2-231 ბრძანება, თუმცა, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები შინაარსით იდენტურია და მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებისადმი არ შეცვლილა.
მასალის გამოყენების პირობები






