ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის - ილია მეორე
საზოგადოება - 18:24, 16 Mar, 2014     2715

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე ილია მეორემ სტამბოლის ვიზიტისა და ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა სტამბულში, სადაც მსჯელობა გაიმართა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება ორ წელიწადში შედგეს.

,,მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში. მსოფლიო პატრიარქი და სხვები თვლიან, რომ ჩამოყალიბდა ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს, მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი ანალიტიკური აზროვნებით და შემდეგ უნდა ფიქრი ამ კრებაზე“, - განაცხადა უწმნიდესმა და დასძინა, რომ ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა,

,, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს“.

ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42