მხატვრული ფილმების სუბტიტრირების ვალდებულება 10%-მდე შემცირდა
საზოგადოება - 14:40, 15 Mar, 2014     1585

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელების მხრიდან არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების პროცენტული მაჩვენებელი 10 %-მდე შეამცირა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ ყველა მაუწყებელს წერილობით მიმართა , რომ გაერკვია თავად მაუწყებლების და მათი მაყურებლის დამოკიდებულება საკითხისადმი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კომისიის დადგენილების თანახმად, ყველა მაუწყებელი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმები საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს პირველადი წარმოების ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. დადგენილების ძველი რედაქციით კი, ყველა ტელეკომპანია ვალდებული იყო ეთერში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმების 30% სუბტიტრირებული ფორმით განეთავსებინა, დღეს განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი ეს ვალდებულება 10 %-მდე შემცირდა.

კომისიას, აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციციაციამ“ წერილობით მიმართა და ადგილობრივი (რეგიონალური) მაუწყებლებისთვის არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების ვალდებულების საერთოდ გაუქმება ითხოვა. „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციციაციის“ ეს მოთხოვნა კომისიამ ვერ გაითვალისწინა, რადგან თვლის, რომ ეს მინიმუმი კანონიდან გამომდინარე აუცილებლად შესასრულებელია. +

კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებაში დღეს შესული ცვლილებები ამოქმედდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42