მოსკოვში დაგეგმილი КВН-ის პრემიერ-ლიგა ხვალ გაიმართება. მასში სხვა გუნდებთან ერთად საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდიც მონაწილეობს.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდი საქართველოდან 16 კაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. კონკურსში სულ 8 გუნდი მონაწილეობს.
ქართული გუნდი ასპარეზობდა სოჭში, სადაც პრემიერ-ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
გუნდის წევრები ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფებიან და ბოლო რეპეტიციებს გადიან.
როგორც გუნდის ხელმძღვანელი სოფო ბანძავა აცხადებს, გუნდი მოტივირებულია გამარჯვებისთვის, შედეგი კი ხვალ გვეცოდინება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ, გუნდი მოტივირებულია გამარჯვებისთვის, შედეგი კი ხვალ გვეცოდინება, ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ“. - განაცხადა სოფო ბანძავამ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ - ლიგა რუსული „პირველი არხით“ გადაიცემა.
საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბს, «რუსეთში ქართველთა კავშირი“ -ს პრეზიდენტი, მიხეილ ხუბუტია აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






