"ეს გადაცემის მსვლელობისას მივარდნები და ტელევიზიის ჭიშკართან მეგაფონით კივილი რა უბედურებაა??? (((((((( ცოტა ხომ უნდა გაიზარდოს ეს ხალხი.... გუშინ ჩემი რესპოდენტების ნაწილს რომ დახვდნენ ეზოსთან და პათეტიური ყიჟინა დასცეს, კიდევ ერთხელ მივხვდი,რომ ერთი ნაბიჯითაც არ იზრდებიან ეს ადამიანები(((((((( p.s-გადაცემის შემდეგ მელორმა მეც დამირეკა და საქმეები მირჩია, როგორ ვბედავ და არ მომყავს ეთერში ((((((( რა ჰქვია ეხლა ამას????"- წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე".
ტელეკომპანია იმედთან ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. გადაცემა "რეაქციის" მსვლელობისას ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ ყველა იმ მოსაზრებას რომელიც მათი განცხადებით, ბოლო საათების განმავლობაში ეთერში ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
მელორ ვაჩნაძე და მისი თანმხლები პირები დებატებში იწვევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რადგან მათთვის მიუღებელია ყველა ის მოსაზრება, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრებს აქვთ. ადგილზე ინციდენტიც მოხდა. ლადო ვარძელაშვილის მანქანას, როდესაც ის ტელეკომპანიის ტერიტორიას ტოვებდა, კვერცხები დაუშინეს.
მასალის გამოყენების პირობები






