"ეპიზოდი მეორე: მე და იმედი... გუშინ ვიყავი მიპატიჟებული ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" და პროდიუსერთან შეთანხმებული იყო ცალკე ბლოკი , 25 წუთი, და მთავარი თემები "საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება და არჩევნები, საგარეო სიტუაცია უკრაინიდან გამომდინარე"... ჩვენ და გასაკვირვად დილიდან გავიდა რგოლი რომელიც ჩემ სახელს წითელი ხიდის სიუჟეტის ფარგლებში ახსენებდა... იქ მისული დათქმულ დროზე კი აღმოჩნდა, რომ არა მეორე ბლოკი, არამედ მესამე თუ მეოთხე. თურმე პირველი დებატის და აუდიტორიასთან გარჩევის გარდა უნდა "არასაპარალამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლების შემდეგ (და ალბათ მათთან ასოცირებულად) გავსულიყავი, არა 25 წუთი არამედ დარჩენილი 10 თუ 15 წუთის მერე. არა 11.30 ზე არამედ სადღაც 12ის მერე... ის კი უკვე ნათლად ჩანდა, რომ მთავარი თემის, ანუ ომის ამ ერთი ეპიზოდის ირგვლივ იყო ფოკუსირებული მთელი გადაცემა და ჩემი ამ თემის გაფართოების შანსი მოკლე დარჩენილ დროში არ გამოვიდოდა... დილით მივფრინავდი და წამოვედი ... სამწუხაროა ჩემთვის რამეთუ თბილისსიდან გამგზავრებამდე ერთი ორი რამ მქონდა ქართველ აუდიტორიასთვის სათქმელი (თუ არა და სხვანაირად გავატარებდი ამ ბოლო საღამოს). პროდიუსერების მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო მაყურებლებს რომლებიც ანონსიდან გამომდინარე მელოდებოდნენ თითქმის ორი საათის განმავლობაში და სხვა სპეკტაკლის ყურება მოუწიათ!"- წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






