მშობლებისა და აღმზრდელების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - არ წაერთვათ ბავშვებს ოცნებისა და ფანტაზიის შესაძლებლობა, პირიქით, მოხდეს მისი გენერაცია.
საბავშვო ბაღი რუსთავში - ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი პლანეტის მსგავსი ტიპის ადგილებს შორის, სადაც ბაღი ბავშვებისთვის თვითმფრინავ ЯК-40-ში მდებარეობს.
აქ ბავშვები ნამდვილად ვერ იქნებიან მოწყენილი და ინიციატივებს მოკლებულნი.
მასში სულ 20-მდე ბავშვი დადის, 2-დან 5 წლამდე ასაკის.

ამ უჩვეულო ბაღის მფლობელი წარსულში ყოფილი პილოტი გარი ჩაფიძეა. მან თავისი კარიერის დასრულების შემდეგ მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება - შეიძინა Georgian Airways-ის ექსპლუატაციიდან გასული თვითმფრინავი, ჩაუტარა რეკონსტრუქცია და სკოლამდელი დაწესებულების შენობასთან დადგა.

ბავშვებისთვის სალონში ნამდვილი თვითმფრინავია მოწყობილი მისი სრული აჭურვილობით, მათ შორის პილოტის კაბინა. ასევე, ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი ოთახი.

ამ საოცრების მფლობელები აცხადებენ, რომ ბაღის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ბავშვს განუვითარდეს სიყვარული ტექნიკის მიმართ და შესაბამისი ტექნიკური უნარები.


მასალის გამოყენების პირობები






