საყდრისთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, არასამთავრობოები ემიჯნებიან
საზოგადოება - 10:12, 14 Mar, 2014     2296
საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენ, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და პირები არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ კომენტარს კულტურულ მემკვიდრეობასთან, კერძოდ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით. უდიდესი უსამართლობაა, 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და იმ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა, რაც არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის მიმართ. პრემიერის კომენტარი ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც RMG Gold-ს ეძლევა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს.
ჩვენ, საქართველოს საზოგადოების სახელით, ვეწინააღმდეგებით ასეთ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირების შესრულებას და საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით. ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, გარემოს დაბინძურებას, და საფრთხეში ჩააგდებს გარშემო დასახლებული ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ სოციალურ კრიზისს",-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს "ICOMOS-საქართველოს", თანამედროვე ხელოვნების ცენტრი–თბილისის, GEOAIR-ს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის, მწვანე ალტერნატივას, EMC-ს, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორიის, "თბილისის ჰამქარის", "ძეგლის მეგობარის" და "საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის" წარმომადგენლები აწერენ ხელს.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი იყო ჩართული, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ორი თვის განმავლობაში აღნიშნულ ადგილს სწავლობდა და კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საყდრისის საბადო არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ადგილს. "ის, რომ ოქროს მაღარო იყო, ეს არ არის დადასტურებული, ეს არის ვარაუდი. არ დასტურდება, რომ ეს არის ოქროს უძველესი მაღარო", - აღნიშნა პრემიერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42