რა ელის ,,ხრუშოვკებს“ და გაკოტრდებიან თუ არა ქართველი მშენებლები არაბი ინვესტორის გამოჩენით?
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 13 Mar, 2014     5657

საქართველოს სამშენებლო ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშეა. თბილისური „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟის მიზნით არაბი ინვესტორის შემოსვლამ, შესაძლოა მშენებელთა ნაწილს პრობლემა შეუქმნას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც აღებული ვალდებულების შესრულებას ბანკების დახმარებით ცდილობენ. სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ და პოზიციის დათმობა მოუწევთ.

გაზეთი ,,რეზონანსი“ ქართველი მშენებლების პოზიციებზე წერს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაბული ინვესტიციის მოზიდვა ფასის შემცირებას გამოიწვევს და „ხრუშჩოვკების“ საცვლად აშენებულ კორპუსებში 1კვ.მ საცხოვრებელი ფართის, სავარაუდოდ 500 დოლარს გაადაჭარბებს.

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რის გამოც შესაძლოა, რამდენიმე კომპანია თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდეს.

„ინვესტიციების ჩადება სამშენებლო სფეროში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ხალხს დაასაქმებს. ამ თვალსაზრისით კარგი და ქვეყნისთვსი სასარგებლო საქმეა, თუმცა ბევრი კომპანია კონკურენციას ვერ გაუძლებს“,-აცხადებს რჩეულიშვილი

რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველ მშენებელზე იაფად უცხოელი ინვესტორი ვარაფერს ააშენებს.

„სახელმწიფოსგან ვითხოვე, კრიზისის შედეგად დაზარალებულ მენაშენეებს მიხედონ, რომ კორპუსების ჩაბარების დროს არ დაიბეგრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება დაუკმაყოფილებელი მყიდველი და გაკოტრებული კომპანია. თბილისში 15 ათასი ოჯახია, რომელიც ბინის ჩაბარებას ელოდება, მათგან 6 ათასი „ცენტრ-პოინტზე“ მოდის. შენობების ექსპლოატაციაში მიღების პროცესში სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარება, არაბი ინვესტორებისგან განსხვავებით, ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“,-აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ხელმძღვანელი ნიკო ხაჩირიშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას წამოწყებულ საქმეს სკრუპულოზულს უწოდებს.

„მინდა სწორად გაიგოს მოსახლეობამ, აქ საუბარი დანგრევაზე არ არის, აქ არის ლაპარაკი კონცეფციისა და პროექტების შემუშავებაზე. რადგაც ქალაქის წინაშე ეს პრობლემა დგას, ძველი თბილისის სახლები, მათ შორის „ხრუშჩოვკები“ , ყველაფერი მისახედია და ამისთვის უნდა შემუშავდეს კონცეფცია, თუ რა ფორმით უნდა იქნეს ეს პრობლემა გადაწყვეტილი“,- აბობს ხაჩირიშვილი.

მისი განცხადებით, საპილოტედ რამდენიმე ადგილი გამოიყოფა, ოთხ თვეში იქნება კონცეფცია, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს წასვლა.

,,არავინ ლაპარაკობს დანგრევაზე, ამ სიაში მოხვდება ავარიული სახლები, მდგრადი სახლები დარჩება ადგილზე.ზოგადად ეს კონცეფცია დაგვანახებს რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქალაქი განაშენენიანების მხრივ“,-აცხადებს ნიკო ხაჩირიშვილი

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ჩართულები არიან ურბანისტები და არქიტექტორები, -„ არსებობს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები უნდა არსებობდეს, ხვალვე არაფერს ვიწყებთ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42