„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად ახალი კონკურსი გამოცხადდა. პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი ხელმეორედ დავით უსუფაშვილმა გამოაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკონკურსო კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა უცვლელი დარჩება. თუმცა ამ დრომდე დავით უსუფაშვილი კომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას გეგმავდა, გადაწყვეტილების მიზეზი უსუფაშვილმა მხოლოდ ერთი მოტივით ახსნა:
„პროცესისადმი ნდობის ასამაღლებლად, იმ უსაფუძვლო კითხვებზე საფუძვლიანი პასუხის გასაცემად, მე მქონდა კონსულტაციები ყველასთან ვისთანაც საჭირო იყო კანონიდან გამომდინარე, ასევე თავად წინა კომისიის ცხრავე წევრთან და ჯამში მიღწეულია შეთანხმება“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამეურვეო საბჭოს კონკურსში „საზოგადოებრვი არხის“ თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ამ დროისთვის შესაძლო კანდიდატთა ვინაობა არ კონკრეტდება.
მასალის გამოყენების პირობები






