"პუტინის მხარდამჭერ წერილზე ზურაბ წერეთელს ხელი არ მოუწერია"
საზოგადოება - 16:49, 12 Mar, 2014     3206

მოქანდაკე ზურაბ წერეთელის თანაშემწე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წერეთელმა პუტინისადმი მხარდამჭერ წერილს ხელი მოაწერა.

თანაშემწის განცხადებით, მოქანდაკე მოსკოვში არ იმყოფება და მას მსგავსი წერილისთვის ხელი არ მოუწერია.

„თვითონ არც არის მოსკოვში, ხელიც არ მოუწერია, საერთოდ ის არასდროს არ ერეოდა, არც ერევა და არც უნდა, რომ ჩაერიოს პოლიტიკაში ის ყოველთვის პოლიტიკისგან შორს დგას, ემსახურება მხოლოდ ხელოვნებას და არის მხოლოდ ხელოვნების მოღვაწე, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი“, - განაცხადა წერეთელის თანაშემწემ.

ცნობისთვის, კრემლის აგრესიული კურსის ღია მხარდაჭერის გამო ქართულმა მხარემ თბილისში ბეზრუკოვის სპექტაკლი გააუქმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ელიტის ნაწილმა მათ შორის ნიკოლოზ ცისკარიძემ, ზურაბ წერეთელმა და თავად ბეზრუკოვმა გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსწონთ პუტინის პოზიცია და ამართლებენ მის ანტიუკრაინულ პოლიტიკას.

„იმ დროს როდესაც ყირიმისა და ჩვენი თანამემამულეების ბედი წყდება, კულტურის მოღვაწეები ვერ ვიქნებით გულგრილნი, მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკას უკრაინასა და ყირიმში“,- ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ბეზრუკოვი მაისში უნდა ჩამოულიყო, მაგრამ კულტურის პალატამ დაგეგმილი ღონისძიება ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.

„ეს რუსი იქნება, ფრანგი თუ ამერიკელი ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე არასოდეს არც ერთ ხელოვან ადამიანს რა სფეროშიც მე ვმუშაობ, არ შევუწყობ ხელს რომ ისინი ჩამოვიდნენ...იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ეს იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანების აქ ჩამოსვლით ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთისაა“,- განაცხადა კულტურის პალატის დირექტორმა დავით ოქიტაშვილმა.



ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42