"შევთანხმდით, რომ ესპანეთიდან, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი ოფიციალური დელეგაცია ეწვევა საქართველოს და გვექნება ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები. ესპანეთს ამ სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გასულ წელს 60 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ქვეყანას, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მათ აქვთ სპეციალური ინსტიტუტები იმგვარად მოწყობილი, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ასევე აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელსაც გაგვიზიარებენ და ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სივრცე, რათა გარკვეულ სფეროებში საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს ეხება ტურიზმის საკითხებს, ენერგეტიკას და ინფრასტრუქტურას. დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ამასთანავე, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე. ამაში ჩართულია ბევრი ესპანური კომპანიაც, რათა უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“ - აღნიშნა ესპანეთის სამეფოს მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






