საქართველოს კულტურის პალატამ თბილისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები გააუქმა.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მისი გვარი უკრაინასთან მიმართებაში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერთა სიაში, რუს ხელოვანთა ერთობლივ წერილში აღმოჩნდა.
აღნიშნული განცხადება კულტურის პალატამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
"დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში.
კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას მის სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






