31-ე ბატალიონის სამხედროებმა ავღანეთში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს
საზოგადოება - 11:41, 11 Mar, 2014     1599
ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია კოდური სახელით "გრიფონი III" ჩაატარეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის "ალფას" ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა. ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო დასახლებული პუნქტიდან გასვლა და მომაკვდინებელი მასალის გატანა. მათ არც სხვა დაჯგუფებების დახმარების მიღების საშუალება მიეცათ. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ("შურა") გამართეს. "შურას" დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. "ალფას" ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, "გრიფონი III" 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას "ალფა" ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან "ოსპრი"-ს და "ჩინოკი"-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.
"გრიფონი III" წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა "ლეზერნეკზე" მშვიდობით დაბრუნდნენ.
"გრიფონი III" იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42