მამა დავით ისაკაძე ხელისუფლებისგან ითხოვს „სექსუალური უმცირესობის“ წევრებს შეკრებისთვის განყენებული ადგილი გამოუყოს. ეკლესია 17 მაისისთვის ემზადება.
მამა დავით ისაკაძე 17მაისთან დაკავშირებით, შეკითხვები ლგბტ საზოგადოებასთან აქვს. მას აინტერესებს მოხდება თუ არა კვლავაც მოსახლეობის პროვოცირება ლგბტ-ების მხრიდან.
მამა დავითი, ახალი ხელისუფლებისგან ხალხის აზრის გათვალისწინებას ელოდება.
ლგბტ საზოგადოებას, თავისუფლი ცხოვრების საშუალება გააჩნია, თუ ისინი თავის შეკრებებს განყენებულ ადგილას ჩაატარებენ. ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რადგან ვალდებულია „სექსუალური უმცირესობის“ მოთხოვნების პარალელურად მოსახლეობის პოზიციაც გაითვალისწინოს.
„ მე როგორც სასულიერო პირი, ჩემს მეგობარ მღვდელმსახურებთან ერთად ვლოცულობ, რომ ძალადობა არ მოხდეს. ალბათ, უმჯობესი იქნება, პლებისციტი ჩატარდეს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების და ლგბტ პროპაგანდის მიმართ თავის დამოკიდებულებასა და კანონის ფორმა მიეცემა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.
შარშან სერბეთსა და ავსტრალიაში, ხალხმა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა მოითხოვა და ხელისუფლებამ ხალხის პოზიცია გაითვალისწინა. ჰომოსექსუალიზმის ქადაგება ქვეყნის გენოციდის ტოლფასია. ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას! - განაცხადა მამა დავითმა ასავალ-დასავლეთთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






