ზურაბ ხურცია ევრომაიდანზე გულის შეტევით არ გარდაცვლილა, ის გაზით გაიგუდა
საზოგადოება - 21:24, 09 Mar, 2014     3888
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტს" დაუკავშირდა უკრაინაში, ევრომაიდანზე დაღუპული ზურაბ ხურციას ოჯახის ახლობელი ეკა შენგელია და მოგვაწოდა ქართველი გმირის, ზურაბ ხურციას თანამებრძოლის დიმიტრი სტეპანენკოს მიერ ხურციას ოჯახისადმი გამოგზავნილი წერილი.

"ვინაიდან ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია და ინტერნეტთან წვდომაც არ აქვს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ზურაბი შემთხვევითი გამვლელი არ ყოფილა და არც გულის შეტევით გარდაცვლილა, როგორც წერილის ავტორმა დიმიტრი სტეპანენკომ სატელეფონო საუბარში განაცხადა, ის გაზით გაიგუდა და მეტროსთან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს, რათა გვამი არ გაეთელათ... წერილამდე აღნიშნული პიროვნება ოჯახს, კერძოდ, ძმას დაუკავშირდა და შემდეგ მეილზე გამოგზავნა წერილი.

წერილს ვავრცელებ, რათა განქარწლდეს ის მცდარი ინფორმაცია, რაც ზურაბ ხურციაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ის ურცხვად აცხადებდა, რომ თავიანთი სახსრებით გადმოასვენეს, ეს მაშინ, როცა ოჯახს ნასესხები თანხით მოუწია გადმოსვენება...

ერთიც, გასვენებაში, თუ უმცირებოსის წარმომადგენლები იყვნენ და ოჯხას სამძიმარი გამოუცხადეს, სამთავრობოს არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მოსული... დასანანია ყოველივე," - აცხადებს ეკა შენგელია.


"ნიუპისტი" წერილის სრულ ვარიანტს გთავაზობთ .


„გამარჯობათ, პატივცემულო მერაბ,

თქვენ გწერთ მაიდანის თავდაცვის კიროვოგრადსკის (სამხრეთის) ქვედანაყოფის მებრძოლი დიმიტრი სტეპანენკო.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თქვენი ძმის, ზურაბის გარდაცვალების გამო თქვენს მიმართ, დის მიმართ, ასევე ამ ღირსეული ადამიანის ყველა მეგობრისა და ნათესავის მიმართ.

თქვენი მწუხარება - ჩვენი მწუხარებაა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ხსოვნა - ჩვენი ერთგული თანამოძმის ხსოვნაა.

მე ზურაბს ადრე არ ვიცნობდი, სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ, სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობდით, სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობდით. მაგრამ მაიდანის ბარიკადებს მიღმა ჩვენ ძმები გავხდით, სულიერი ძმები, ფიქრითაც და მიზნითაც, ოცნებით და იდეებით, სიამაყით და თავისუფლებით, მე ეხლა მწუხარებას ვგრძნობ და ამასთან ერთად ამაყი ვარ, რომ ამ გმირს პირადად ვიცნობდი.

მაიდანზე ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, სადაც სევდაც და სიხარულიც ყველასთვის საერთოა. ყოველი იქ მდგომი ადამიანი ამ ერთიანობის გრძნობას საკუთარ გულში ინახავს.

როდესაც კიროვოგრადსკის ქვედანაყოფში გადავედი, ზურაბი პირველი იყო, ვინც გავიცანი. მისგან ერთი მეტრის დაშორებით, თავისუფალ ადგილას დასაწოლი მოვიწყვე, სადაც მხოლოდ ტურისტული ხალიჩა იყო, ზურაბმა კი თავისი ორი თხელი პლედიდან ერთ-ერთი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, რადგან საძილე ტომარაი მქონდა. მისი მხრიდან ადამიანების მიმართ ყურადღება და ზრუნვა მის ხასიათს მაჩვენებელია და ეს სიტყვებზე მეტია.

როდესაც ყინვები -20 გრადუსზე მეტი იყო, ზურაბმა კისერზე დიდი შარფი შემოიხვია, ჩვენ ვეხუმრებოდით: ნუთუ მთიელ კაცს ყინვის შეგეშინდა? მან კი მიპასუხა: „მე ხომ სუბტროპიკულ ზონაში ვცხოვრობ, ზღვასთან ახლოს, ჩვენთან თოვლი 20 წელიწადში ერთხელ მოდის და მალევე დნება“. ჩვენს ქართველს ყველაზე მეტად უჭირდა, მაგრამ მაიდანზე ყოველი მორიგეობა ღირსეულად იდგა, მან გზა ბოლომდე, ამაყად და თავისუფლად გაიარა.

ერთ საღამოს, ჩვენს მორიგეობაზე, უკრაინის ჰიმნის სიმღერის დრო მოვიდა, მას მუსიკის გარეშე, ცოცხლად ყოველ საათს, დღე-ღამეში 24-ჯერ მღეროდნენ, ასე გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ჰიმნის ბოლოსკენ, მაიდნის ერთმა ნაწილმა სიმღერის ტექსტს გაუსწრო, ზურაბს მსუბუქი ღიმილი შევატყვე და ვკითხე: ალბათ, საქართველოში ხორუმს უკეთესად მღერიან? მან მიპასუხა: „დიახ, უფრო ზუსტად მღერიან, მაგრამ ასეც კარგად ჩანს, მით უმეტეს, როდესაც ამდენი ხმა ისმის“ (იმ მომენტში მაიდანზე, დაახლოებით, 20 000 ადამიანი იმყოფებოდა).

ოდესღაც უკრაინელ კაზაკებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: ომში უფროსი თაობა პირველ რიგში დგებოდა და ახალგაზრდობას ეფარებოდა, ამით მაგალითს აჩვენებდნენ და სიკვდილს პირველნი ხვდებოდნენ. ასე ამბობდნენ - "დაე, მტრის მახვილი ჩემს სხეულზე დაჩლუნგდეს". მსგავსი იყო მაიდანზეც, უფროსი მამაკაცები ახალგაზრდა ბიჭების წინ დგებოდნენ, ეს მაშინ ჩანდა, როგორც მამური ზრუნვა.

ზურაბ ხურცია კიროვოგრადსკის ასეულიდან წავიდა და სხვა, ზეციურ ასეულში ჩაირიცხა, რომელიც თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის აღმოჩნდა იქ. ეს ასეული უკრაინის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

მაიდანზე ქალები ამბობდნენ: „სხვისი შვილები არ არსებობენ“. მაიდანზე სხვა არავინ იყო, მხოლოდ ძმები და დები. ამიტომ თქვენი მწუხარება ჩვენ გულებს სევდით ავსებს, ასეთ მწუხარებაში მარტო არავინ უნდა დარჩეს. მაიდანზე გარდაცვლილ ადამიანებს, პატარა გოგოებიდან დაწყებული მოხუცი მამაკაცებით დამთავრებული, ცრემლებით აცილებდნენ. ჩვენ ყველანი აღუდგენელ დანაკლისს განვიცდით. უკრაინაში ზურაბი ახსოვთ და ეხსომებათ მათ, ვინც ცხოვრებაში იცნობდა და მათ, ვინ მისი სახელი გარდაცვალების შემდეგ გაიგო.

უკრაინა და საქართველო მეზობლები არასოდეს ყოფილან, ისტორიული კონტაქტებიც ჩვენს შორის ძალიან ცოტაა, მაგრამ საიდანღაც ჩვენს ქვეყნებს შორის მისტიკური კავშირი გაჩნდა. კავკასიაში ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ ქართველები არიან უკრაინასთან ყველაზე ახლოს. ჩვენი თავისუფლებისთვის დაღუპულმა თქვენმა თანამემამულეებმა ჩვენი ძმობა დატოვეს. ძმობა არა დაბადებიდან, არამედ დაღვრილი სისხლიდან გაჩენილი.

მშვიდად იძინე, ზურაბ.

მსუბუქი იყოს შენთვის მიწა...

ღრმა პატივისცემით,

დიმიტრი სტეპანენკო“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42