როცა ბოროტი გარედან ვერ ერევა ეკლესიას, ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს - მეუფე დანიელი
საზოგადოება - 16:18, 09 Mar, 2014     2011

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაული VII მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ დაწესდა. ამასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აღავლინა.

საკვირაო ქადაგებაში მეუფემ მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

"VII მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ხატთმებრძოლობის, მწვალებლობის საწინააღდეგოდ. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ ხატის თაყვანისცემა, ეს არის ღვთისგან დადგენილი შეჭმარიტი მსახურება იმ წმინდანებისა და უფლისა, რომელნიც გამოსახული არიან ხატებზე. იყო კიდევ ერთი მცდელობა ბოროტი სულისა, რომ ეკლესიაში, რომელშიც ყველაფერი ხდება ღვთის გამოცხადების საფუძველზე, შესულიყო ცვლილება და ადამიანს, თავისი ადამიანური გონებით, ღვთის ნება და ღვთაებრივი სწავლება დაერღია. ეს არ მოხდა. ეკლესიამ ცდომილება ამხილა და ამის შემდგომ დაადგინა დღესასწაული, რომელსაც მართმადიდებლობის ზეიმს ვუწოდებთ. დღესასწაული გულისხმობს, რომ ღვთისგან მოცემული შეჭმარიტი სარწმუნოება, ცოდნა ღვთის, სამყაროს და ადამიანის შესახებ, უფლის დახმარებით, არ იქნება შეცვლილი, არ იქნება შერყვნილი, ვერავითარი ძალა მას ვერ შეცვლის. ყოველთვის დედამიწაზე, ვიდრე მეორე მოსვლამდე, ადამიანებს ექნებათ გეზი, გზა – ღვთისკენ მიმავალი, უცდომელი, რომელიც მიიყვანს ღმერთთან, რომელიც არ იქნება გამრუდებული", – ბრძანა მეუფე დანიელმა.

მანვე ჭეშმარიტების გზაზე და ჭეშმარტი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეკლესია, როგორც სიწმინდეს იცავს და ინახავს. როგორც მეუფემ ბრძანა, ბოროტი ძალა როცა ეკლესიას ვერ ერევა, ის სწორედ ეკლესიის შიგნით ცდილობს მცდარი სწავლება შემოიტანოს.

"ეკლესია ეს არის ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტი, სადაც შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თქვენ იცით, რომ არის ღმერთკაცი, არის შეჭმარიტი ღმერთი და შეჭმარიტი ადამიანი. ამიტომ ეკლესია ეს არის სწორედ ღმერთისა და ადამიანის ერთობის, მარადიული კავშირის ადგილი. ვინც ეკლესიაში შევა, ის შეერთებულია უფალთან. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ასონი გვამისანი – ეკლესიის, როგორც ქრისტეს გვამის, სხეულის ნაწილები. ჩვენშიც, ჩვენს ადამიანურ ბუნებას უერთდება ღვთაებრივი ბუნება, როცა ჩვენ ვხდებით ეკლესიის წევრები. სწავლება, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, თუ იქნება შეცვლილი, მაშინ ავცდებით ღვთისკენ მიმავალ გზას. ბოროტი ძალა, როცა გარე საშუალებებით ეკლესიას ვერ ერევა, ვერ აფერხებს ეკლესიის წევრების ეკლესიიდან მოწყვეტას, ცდილობდა და ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და შესაბამისად გზა-კვალი აურიოს მორწმუნე ადამიანებს. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან იცავს თვით უფალი და ეკლესია იმარჯვებს ყოველგვარ ცდომილებაზე", – განაცხადა მეუფე დანიელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42