ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ დროანიუსისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. იგი გულის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება. მეორე არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც თვითმხილველები ყვებიან შემთხვევას ჯგუფური გარჩევა უძღოდა წინ. დაახლოებით 30 წლამდე ასაკის ოთხი პიროვნებასა და არასრულწლოვნებს შორის ურთიერშელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა კი არასრულწლოვნები დაჭრა. ეჭვმიტანილი გაქცეულია.
როგორც დროანიუსისთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ნათესავი თენგიზ სანაია არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ წევრია. როდესაც სანაია ვარკეთილის პოლიციის მერვე განყოფილებაში მივიდა და ვითარებაში გარკვევას შეეცადა, მისი თქმით პოლიციის უფროსმა გია მუჯირიშვილმა მას სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა. „კაპეზეში ამოგალპობ ბიჭო“, „გაეთთრიე აქედან ს..ო“, სწორედ ამ სიტყვებით მომმართავდა გია მუჯირიშვილი. მე რომ არ მივსულიყავი, დაჭრილს , რომელიც სისხლისგან იცლებოდა იქვე მოუწყვეს დაკითხვა და სასწრაფოს არ აძლევდნენ მისი საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას. სწორედ ჩემმა ამ სახით აქტიურობამ გააღიზიანა მუჯირიშვილი“- აცხადებს სანაია.
,,ნიუპოსტი“ ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






