პოეტმა დავით გოგიბედაშვილმა (დეფიმ) „რეაქციის“ ეთერიდან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევს რუსულ ენაზე მიმართა.
,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ დეფის მიმართვის ქართულ თარგმანს:
,,მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს პუტინს და პრემიერს მედვედევს:
ამ ცხოვრებაში, ბატონებო, ყველაფერზე, ყველა ჩვენს ქმედებაზე გვიწევს პასუხის გაცემა. თქვენც არ ხართ გამონაკლისი.
როდესმე, და იმედი მაქვს, რომ ეს დრო მალე დადგება, უფრო მალე, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვენ მოგიწევთ პასუხი აგოთ თქვენი სიხარბისთვის, გაუმაძღობისთვის, დაუსჯელობისთვის, საქართველოსთვის, ბესლანისთვის, უკრაინისთვის, ბალტიისპირეთისთვის, პოლონეთისთვის...
მე ქართველი პოეტი ვარ - დეფი, თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე და მე გაფრთხილებთ, გახსენებთ და გარანტიას გაძლევთ, ბოლო იქნება ძალიან საშინელი...“
მასალის გამოყენების პირობები






