პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ანგარიშზე ფრანგული მხარე პირდაპირ უთითებდა, რომ ეს წარმოადგენდა კორუფციული გზით მიღებულ თანხას.
ადვოკატი შოთა მინდელი კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამაზე "სამართლებრივ რეაგირებას" მოახდენს.
"პროკურორმა ბრძანა, რომ ყადაღა დაედო ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ საქმეში კეზერაშვილი საერთოდ ბრალდებულადაც არ არის ცნობილი. საქმე გამოიყო აბსოლუტურად სხვა პირების მიმართ. იქ კეზერაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები. შესაბამისად, პროკურატურამ გვერდის ავლით, სრულიად სხვა საქმეში, სადაც კეზერაშვილს ბრალიც არ აქვს წაყენებული, მოახდინა თანხის დაყადაღება, რაც გამაოგნებელია", - განაცხადა ადვოკატმა შოთა მინდელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშილის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






