გთავაზობთ ამონარიდს ,,მძიმე კაცთან“ (დავით კოვზირიძესთან) ინტერვიუდან, რომელიც lollipop_მა ექსკლუზიურად ჩაწერა.
ოქროს თევზი რომ დაგეჭირათ, რომელ სამ შეკითხვას დაუსვამდით?
პირველ რიგში მაინტერესებს, სიკვდილის შემდეგ რა ხდება. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მიპასუხებდა, რა სურთ ქალებს და ასევე, რა უნდათ კაცებს.
დავით კოვზირიძე საქართველოში საუკეთესო ჟურნალისთად რუსთავი 2-ის კორესპონდენტს დავთ ნიკურაძეს მიიჩნევს, ხოლო ინტერვიუს ჩაწერას დავით აღმაშენებელთან, ილია ჭავჭავაძესთან და იუნსტონ ჩერჩილთან ისურვებდა:
,,რეპორტიორებიდან ყველაზე მეტად დავით ნიკურაძე მომწონს, რადგან ამბავს მოკლედ და გასაგებად გადმოსცემს“.
საკუთარი პოზიცია აქვს საეკლესიო პირებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ სწამს ღემრთის და იესოს ეკლესიის გარეთ ეძებს.
კითხვაზე არსებობს თუ არა ქრისტე დღევანდელ ქართულ ეკლესიაში, ,,მძიმე კაცი“ პასუხობს, რომ არსებობს, მხოლოდ მცირე ნაწილში.
,,ქრისტე არსებობს, თუმცა ძალიან პატარა ნაწილში. მართალია, მე ასეთ ადამიანებს არ ვიცნობ, თუმცა ვენდობი ჩემს მეგობრებს, რომლებიც სხვებში ღვთის ჭეშმარიტ რწმენას ხედავენ. იგივე შემიძლია ვთქვა სასულიერო პირებზე. მღვდელი გვევლინება, როგორც გამტარი ადამიანებსა და იესო ქრისტეს შორის. მან უნდა გაიზიაროს ის შეხედულებები, რასაც ახალი აღთქმა გვკარნახობს. მე არ მჯერა იმ სასულიერო პირის, რომელიც 120 კილოს იწონის, ძვირადღირებულ მანქანას მართავს, აიფონ 5S უჭირავს და გაჭირვებულების დახმარებას გიქადაგებს.
ეკლესიაში საკმაო ხანი დავდიოდი, ვმარხულობდი კიდეც და სწორედ მაშინ წავაწყდი იმ ყველაფერს, რაზეც გესაუბრეთ – კედელს, რომლის იქითაც ქრისტე არ ჩანდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თავად მოვძებნო გზები იესომდე. თურმე, ასე გაცილებით მარტივია“, - ამბობს კოვზირიძე.
რაც შეეხება ფილმში რომელიმე როლის შესრულებას, არჩევანს ,,ვაჟა ზაზაევიჩზე“ აკეთებს:
,,ვაჟა ზაზაევიჩს ვითამაშებდი ფილმში ,,ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი.“
მასალის გამოყენების პირობები






