მონაზონი მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე მომხდარ სასწაულს იხსენებს
საზოგადოება - 11:43, 05 Mar, 2014     9681
მონაზონის თქმით, ამ დღეს მამა გაბრიელი წმინდა ნინოს ტაძრის კარზე იყო გამოსსახული და თავისი საფლავისკენ დაღონებული იყურებოდა.

მისივე თქმით, ბერი გაბრიელი მეორედაც იხილა, როდესაც ტელევიზიით მცხეთიდან სამებაში წმინდანის ნეშტის გადასვენებას უყურებდა.

„ძალიან მინდოდა საფლავის გახსნის პროცესს დავსწრებოდი. ვიცოდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ღამის 11 საათზე საშვი გამომიგზავნეს და მაინც წავედი. 22 თებერვალი თენდებოდა. პირდაპირ მონასტრის კართან მიმიყვანეს, წასვლამდე ცუდად გავხდი, ყველაფერი ამტკივდა. რაღაც ბოროტი ძალა მებრძოდა და წასვლის ნებას არ მაძლევდა. ხერხემალი ძალიან მაწუხებს და ქარიან ამინდში ერთი ნაბიჯის გადადმაც კი მიჭირს. ბოლოს ისიც ვიფიქრე, არ წავსულიყავი, მაგრამ ბოროტი ძალა მაინც დავამარცხე. ხალხი სასწაულს ელოდა და მეც ამ რწმენით წავედი. მცხეთაში რომ ჩავედი, დროდადრო სკამზე ვჯდებოდი და ვისვენებდი. ერთ მომენტში მაყვლოვანის პირდაპირ დავჯექი წმინდა ნინოს ტაძართან. როგორც იცით, მამა გაბრიელი იქ ხშირად ლოცულობდა. უცებ დავინახე, რომ ტაძრის კარზე ბერი იყო გამოსული და თავისი საფლავისკენ დაღონებული იყურებოდა. ჩემ გვერდით მომღერალი დათო გველესიანი იდგა და პირველად მას გავანდე ჩემი ხილვის შესახებ. ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი მასაც დაენახა, მაგრამ მხოლოდ მე ვხედავდი. იქნებ უფალს სურდა ეს სასწაული ყველაზე ცოდვილ ადამიანს დაენახა და ეს ცოდვილი მე ვარ? მამა გაბრიელი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თავის ერთ-ერთ ცნობილ ფოტოზეა – ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა.
როცა საფლავთან მოვილოცე და უკან დავბრუნდი, იმ ადგილას ბერი გაბრიელი ისევ დავინახე. იქვე ახლოს სამხედროების სამარშრუტო ტაქსი იდგა, რომელიც დაქოქილი იყო. ერთ-ერთმა სამხედრომ ბოდიში მომიხადა გამონაბოლქვის გამო და მითხრა, ტაქსს მეორე მხარეს შევაბრუნებო. რომ შეაბრუნა, ფარებმა პირდაპირ წმინდა ნინოს ეკლესიის კარს მიანათა, მეგონა, ამ სინათლის გამო ბერს ვეღარ დავინახავდი, მაგრამ მამა გაბრიელი ისევ ჩანდა, ოღონდ წელსზემოთ...“ - იხსენებს დედა თამარი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42