21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა
საზოგადოება - 17:43, 03 Mar, 2014     1898
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი იმედა მოსეს ძე მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი იმედა მურვანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 1993 წელს დაბადებული ქართველი სამხედრო III ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. იგი შაბათ-კვირით დათხოვნაში საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და ხვალ, 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ გვიან ღამით, ახალციხეში 21 ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სადარბაზოში დამ ნახა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების სამსახურს 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42