ვინ ეძახის თეა წულუკიანს ზღარბს
საზოგადოება - 12:21, 03 Mar, 2014     2634

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ინტერვიუ ჩაწერა. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ მცირე ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

„დედაჩემი ჩემი პირველი ნაცნობია დედამიწაზე. ბევრი მსხვერპლი გაიღო, მე და ჩემი ძმა წესიერი ადამიანები რომ გამოვსულიყავით. მის ამაგზე წიგნები დაიწერება. ბევრი იმუშავა, რომ ჩემში ქალისთვის მიუღებელი, ზედმეტად მეამბოხე ხასიათი მოეთელა...
მისგან სულ მესმოდა: "ნუ დააბოტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!", ან "გაგვიმართლა, კაცად რომ არ დაიბადე, თორემ ხომ ვიჯდებოდით სულ ციხის კართან!"
ახლა ასე აღარ ფიქრობს. მხოლოდ დროდადრო ზღარბს მეძახის, რაც არ მომწონს, მაგრამ... ადრე ცოტას მაქებდა კიდეც, ახლა მგონია, რომ უფრო მეტად ვეცოდები“, - ამბობს თეა წულუკიანი.

მინისტრი მამის შესახებაც საუბრობს და იხსენებს, რომ მამამ იარაღის ხმარება ადრეული ბავშვობიდან ასწავლა:

„ალბათ იმიტომ, რომ პირველ შვილს ბიჭს ელოდა და მე დავიბადე, მიაჩნდა, რომ იარაღის კარგად სროლაც უნდა მცოდნოდა და კაცივით ძლიერიც ვყოფილიყავი. ასეთი აღზრდა დღესაც მეხმარება, ბევრ რამეს გავუძლო, მაგრამ ქალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქალია.
ადრე ხშირად ვისროდი და ძალიან კარგადაც. ბიჭებისგან განსხვავებით, იარაღი იმდენად მძიმე მეჩვენებოდა, რომ მარჯვენა ხელის მაჯას მეორე ხელით ვიმაგრებდი, მაინც ზუსტად ვისროდი. მარჯვენა ხელით ვისვრი და მარცხენა თვალით ვუმიზნებ, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. დიდი ხანია არ მისროლია, კარგად ვეღარ ვხედავ, მეშინია, არ ავაცდინო და საკუთარ თავზე წარმოდგენა არ წამიხდეს“.

ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42