ქუთაისის ნაგავსაყრელისთვის 22 მილიონი ევრო გამოიყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:32, 02 Mar, 2014     1904

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის პირობების ფარგლებშიც მოხდება პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მილიონი ევროს განკარგვა.

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული კვლევის საფუძველზე მომავალი წლიდან დაგეგმილია ზემოთხსენებულ რეგიონებში ორი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა.

„ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ჩვენთვის პირველი ევროპული სტილის რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. ყველა ძირითადი მოსამზადებელი პროცედურა უკვე დასრულებულია. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება საპროექტო სამუშაოები და მას მოყვება სამშენებლო სამუშაოები. როგორც კი ახალი ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში შევა, ქუთაისში ამჟამად არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42