2014 წლის 2 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ვახტანგ წულაძემ და ქობულეთის გამგებელმა გიორგი რომანაძემ ქობულეთში, აჭარის სატყეო სააგენტოს თიკერის მეურნეობაში, ენერგეტიკული ტყის გაშენების პირველი ეტაპი მოინახულეს.
დღეს ვერხვის და ტყის მოცვის ნერგების დარგვაში სატყეოს თანამშრომლებს სკოლა „გორდას“ მოსწავლეები დაეხმარნენ. ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიირეს არჩილ ხაბაძემ და სხვა სტუმრებმაც.
არჩილ ხაბაძის განცხადებით პროექტი უპრეცედენტოა და დიდი მნიშვნელობისაა. წინასწარი გათვლებით პირველი შედეგები აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე 5 წლის შემდეგ დადგება, რაც საშუალებას მოგვცემს ამ პრობლემურრაიონში მოსახლეობას გადავუჭრათ შეშით ან სხვა ტიპის მასალით მომარაგების პრობლემა. სამომავლოდ მსგავსი ტიპის ტყის მოშენება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.

„ყოველწლიურად რეგიონში დგება საჭიროება 20 000 კუბური მეტრის სატარე მასალის, რომელიც გამოიყენება მანდარინის და სხვა პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის. ეს ტყე მუნიციპალიტეტში სატარე მასალის პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს. მომდევნო წლების ბიუჯეტშიც ჩავდეთ მსგავსი ტიპის პლანტაციების გაშენება, რომ მონაცვლეობა მოხდეს და 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იყოს მათი მოჭრა. წელს ნერგები შევისყიდეთ თურქეთში, თუმცა მომავალში აქვე მოხდება მათი გამოყვანაც“ - აღნიშნა ვახტანგ წულაძემ.
აღნიშნული პროექტი საქართველოში ენერგეტიკული ტყის გაშენების პირველი პრეცედენტია. ის მიზნობრივი პროგრამის ნაწილია და 12 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მოხვნას, 4800 ძირი სწრაფად მზარდი ხისნერგის დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულებაა 56 000 ლარი. სამუშაოების დასრულების ვადა - 2014 წლის 15 აპრილი.
ენერგეტიკული ტყის გაშენება ასევე მიზნად ისახავს რეგიონში ბუნებრივ ტყეებზე ანტროპოგებული ზემოქმედების შემცირებას.
მასალის გამოყენების პირობები






