დღეიდან 1- 2 მარტის ჩათვლით , 19:00 სათზე სანდრო ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის - პაველ პრიაჟკოს პიესას - „ტრუსები“ ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებული ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელებს.
უმწიკვლო და უდანაშაულო გოგონა პროვინციიდან- მშვენიერი ნინა წითელი ტრუსებით მიუღებელია პროვინციის მცხოვრებლებისთვის , ის კეთროვანივით იდევნება, ბოლოს კი საზოგადოების მძიმე განაჩენის მსხვერპლი ხდება. მთავარ როლს „ქართველ მერლინ მონროდ“ წოდებული მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს, თამამი სცენების გამო თეატრის დირექცია არასრულწოვან მაყურებელს დარბაზში არ დაუშვებს!
პაველ პრიაჟკოს პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა.
კალევ კუდუს დადგმული აქვს 50-მდე სპექტაკლი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ თეატრალურ ფესტივალზე და არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების მკვლევარი.
კალევ კუდუს ესტონეთში დაარსებული აქვს ახალგაზრდული თეატრი T ST და theatre"Zero Theater
მიმდინარე თეატრალურ სეზონში ეს უკვე მეორე საერთაშორისო თეატრალური კოპროდუქციაა, რომელსაც ახმეტელის თეატრი ახორციელებს, 2013 წლის 7 დეკემბერს პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეზერსკის სპექტაკლის „პოლიცია“ პრემიერამ ახმეტელის თეატრში წარმატებით ჩაიარა.
სპექტაკლში მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, ალეკო ალავიძე,მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მზია ტალიაშვილი, გიორგი მიგრიაული, გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, თამთა პატაშური.
როგორც ახმეტელის თეატრის ადმინისტრაცია აცხადებს, სპექტაკლზე არასრულწლოვანი მაყურებელი არ დაიშვება!
მასალის გამოყენების პირობები