ექიმი იხსნებეს, რომ მამა გაბრიელის საკნიდან ჯვრები და ხატები გაუტანიათ, რაზეც წმინდანი კედელთან დამდგარა ხელები გაუშლია და უთქვამს ჯალათისთვის, მე თვითონ ვარ ჯვარიო.
მთავარი ფიგურა კი ამ ისტორიაში ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა, რომელსაც თავის დროზე მამა გაბრიელის „ფსიქიატრიულში ამოლპობა სდომებია“.
„მამა გაბრიელი იხსენებდა: კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, - ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, - რა ვქნა-მეთქი? დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, - აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, - მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი! ზედამხედველმა იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი, გავიდა და კარი მოაჯახუნაო. იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის - ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო,“ - ჰყვება „გზასთან“ საუბრისას ურგებაძე
მასალის გამოყენების პირობები






