ხადურის უწყების პოლიტიზირებული გეგმა თუ საქმიან-ეკონომიკური ანალიზი. ამ და სხვა თემებზე ,,ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტს გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.
,,მთავრობას უნდა ჰქონდეს არგუმენტი, რატომ არ ცხოვრობს ქართველი ხალხი უკეთესად, ვიდრე ამას ჰპირდებიან".
-ახალი სამთვრობო ეკონომიკური პროგრამა და ძირითად რა პრიორიტეტებზე აქვთ აქცენტი გაკეტებული და რამდენად ასახავს ეს პრიორიტეტები სოციალურ მდგომარებას და საზოგადოების მოთხოვნებს.
- პირველ რიგში, ეს არის დოკუმენტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის გეგმა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. აქ მოცემულია ხედვა, როგორ უყურებს მთავრობა ეკონომიკურ განვითარებას. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და დადებითია, მათ შორი ჩემთვისაც და ყველასთვის, არის ადვილი, რომ ფაქტებიდან გამომდინარე რჩევა მისცე მთავრობას, ანუ გეგმა დაიდო, რასაც მუდმივად ვესაუბრებოდით წინა მთავრობას და ამ მთავრობასაც ვეუბნებოდით, რომ გეგმა დაედოთ, რათა საბოლოო ჯამში, ვიცოდეთ რა კუთხით უნდა გაკეთდეს აქცენტები, ანუ რა ტიპის ქვეყნის მშენებლობის იდეა აქვს მთავრობას, რომ შემდეგ უფრო მეტად ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ, მთავრობამ გეგმა შემოგვთავაზა, რაც არის მათი ხედვა. ერთია, ეთანხმები თუ არა ხედვას და მეორეს მხრივ, კარგია რომ გეგმა არსებობს.
_გარდა იმისა, რომ გეგმა დაიდო, ალბათ უმთავრესი მაინც ის არის, თუ რა პრიორიტეტებზეა საუბარი ამავე გეგმაში...
_მთავარი პრიორიტეტი, რაც წარმოდგენილია, არის ე.წ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, რაც გულისხმობს იდეას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული საზოგადოების ყველა ფენა ეკონომიკაში. მათ შორის იგულისხმება ის, რომ უთანასწორობის მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში, შემოსავლების გადანაწილება უფრო თანაბრად იყოს, მეტად მიეცეთ ადამიანებს საშუალება მონაწილეობა მიიღონ მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებაში. დღეს ვხცედავთ, რომ წლების განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩამოყალიბდა არის მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში...
_რაც თავისთვად უმუშევრობას იწვევს, ანუ ეს მთლიანად მიბმულია დასაქმების პრობლემაზე...
_დიახ, რა თქმა უნდა... როცა ზოგადად ვსაუბრობთ მონოპოლიებზე ცხადია, რომ ეს პრობლემა დგას. იმიტომ, რომ როცა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20% არ აღემატება ეკონომიკაში, თავისთავად ცხადია, რომ ბაზარს რაღაც პრობლემა აქვს. მოკლე შედარება რომ გავაკეთოთ, ევროპაში ეს მაჩვენებელი სადღაც 60% და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ჩვენ გვაქვს ყველაზე უარესი მაჩვენებელი აზერბაიჯანის შემდეგ, მხოლოდ მას აქვს ჩვენზე დაბალი მაჩვენებელი. დანარჩენი ჩვენ ყველას ჩამოვრჩებით სომხეთსაც, უკრაინასაც, ბელარუსიასაც და მოლდოვასაც. ამიტომ ცხადია, რომ ეს მაჩვენებელი შესაცვლელია. მაგრამ, ამავე დროს აქ არის საუბარი იმაზე, რომ იგივე ექსპორტი უნდა გაიზარდოს მნიშვნელოვნად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა უნდა ამღლდეს... ძალიან ბევრი აქცენტი სწორად არის დასახული. მაგრამ პრობლემას ხშირ შემთხვეში აქ ვაწყდებით, მე რაც ვნახე ამ პროგრამაში, შეუსაბამო ციფრობრივ მაჩვენებლებში ცალკეულ შემთხვევაში ასეთ გაუთვლელ გეგმებში. ძალიან ბევრი ციფრი კითხვას ბადებს. მაგალითდ, საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, 2020 წლისთვის მნიშვნელოვანი ზრდაა ერთ სრულ მოსახლეზე დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის, მაგრამ ამავე დროს საუბარია, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 7% (საშუალოდ ). ქვეყნის ეკონომიკის 7%-იანი ზრდა 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის იმ გეგმას, რომლებიც მთავრობას აქვს ჩადებული, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. ანუ გეგმას უკვე აცდენილები ვართ იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაც აქვს მთვრობას დასახული.
ასევე, გასათვალისწინებელია ის, რომ უმუშევრობის შემცირება 6-7 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2-3 %-ა ნავარაუდები, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტაა იმ გეგმისთვის, რა გეგმას ასეთი ტიპის ეკონომიკური მოწყობა ისახავს მიზნად.
_იმისათვის, რომ ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდა განხორციელდეს, ის, რომ მოხდეს უმუშევრობის შემცირება და ა.შ., სამთავრობო გეგმის მიხედვით, რომელ სფეროზე კეთება აქცენტი?
- ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რაზეც კეთდება აქცენტი, ეს არის ვთქვათ, სოფლის მეურნეობის განვითარების თემა. სოფლის-მეურნეობის განვითარებამ ასევე უნდა უზრუნველყოს პროდუქციის შექმნა, მეორე მხრივ ადამიანთა დასაქმება. სოფლის მეურნება იყოს მომგებიანი დარგი, ბიზნესის თვალსაზრისით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთ შემთხვევაში ზოგადი პოსტულატები არის კარგი, მაგრამ შესრულების მექანიზმები უფრო ბუნდოვანია იმ პროგრამაში. სასურველი იქნება, რომ უფრო მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. ისევე, როგორც შენიშვნა მაქვს ვთქვათ ხელისუფლებასთან წინა პერიოდის ეკონომიკის შეფასების კუთხით. ჩემი აზრით, წინა პერიოდის ეკონომიკა უფრო პოლიტიზირებულად არის შეფასებული, პოლიტიკურ შეფასებას უფრო ვხედავ, ვიდრე საქმიან-ეკონომიკურ ანალიზს.
_რაში გამოიხატება პოლიტიზირებული შეფასება?
_მაგალითად, ხელისუფლებას უწერია, რომ წინა წლების განმავლობაში, წინა 10 წლის განმავლობაში ეკონომიკურმა მოვლენებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა ქვეყანა მიიყვანა სისტემურ ეკონომიკურ კრიზისამდე. ასეთი შეფასებაა გაკეთებული ამ დოკუმენტში და ამავე დოკუმენტში წერია, რომ საშუალოდ წინა ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკა იზრდებოდა 6% და ახლა დაგეგმილი აქედან 2020 წლამდე, საშუალოდ ეკონომიკური ზრდა არის 7%.
კითხვა მაქვს, რომ თუ 6% ვეძახით სისტემურ ეკონომიკურ კრიზისს, მაშინ 7 % რას ნიშნავს? თუმცა მე ვთვლი, რომ 6 და 7 % ნორმალური განვითარების მაჩვენებელია. ამიტომ, საერთოდ როდესაც გვინდა, მაგალითად, ავადმყოფი ადამიანის მკურნალობა, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მისი მდგომარეობა. თუ დიაგნოზში შეცდომას დავუშვებთ, შესაძლებელია ცუდი შედეგი მივიღოთ ვიდრე გვაქვს. ამიტომ, ჩემი სურვილი და რეკომენდაცია იქნებოდა მთავრობასთან, რომ ამ შეფასებებში ყოფილიყო მაღლა, ვიდრე ეს არის პოლიტიკოსთა შეფასებები. ეკონომიკური დოკუმენტი, რომელიც იქმნება, შორს ყოფილიყო პოლიტიკური შეფასებებისგან და ეკონომისტებს რეალური ეკონომიკური ანალიზი დაედოთ.
ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი რამ - მუდმივათ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა ვალების აღებაში, ვალდებულებების ზრდაში და ამავე დოკუმენტის მიხედვით 2020 წლისთვის, მთლიან შიდა პროდუქტთნ მიმართებაში, საქართველოს საგარეო ვალი იქნება გაზრდილი, ვიდრე ეს არის ახლა. მე არ ვთვლი, რომ ვალის ზრდა არის ცუდი, ეკონომიკური განვითარების ფონზე, მაგრამ უბრალოდ გვჭირდება მეტი განმარტება, რატომ ხდება ეს, ანუ რატომ იყო ადრე ცუდი ვალების აღება და რატომ არის ეხლა ეს კარგი.
ეს უბრალოდ ის ციფრობრივი მაჩვენებელია, რომელიც დევს და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. აქედან გამომდინარე ჩნდება გარკვეული შეკითხვები.
_ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით რას გვთავაზობს მთავრობის 2020 წლის ეკონომიკური განვითარების გეგმა?
_ინვინსტიციების ზრდას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საუბრობს ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე და ესეც მიაჩნია ეკონომიური ზრდის მთავარ ფაქტორად, მაგრამ, აქაც შეცდომებია, ჩემი აზრით, დაშვებული გათვლებში. ხელისუფლება თვლის და უწერია, რომ ეკონომიკის ნორმალური განვითრებისთვის საჭიროა, საშუალოდ წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის 30% იყოს ინვისტიციები. მაგრამ, ამავდროულად, ამავე დოკუმენტის გათვლით არც ერთ საპროგნოზო პერიოდში, 2017-ის და 2020 წლის მაჩვენებელი წერია, არც ერთ ამ პერიოდში 22% ვერ სცდება. ანუ 2017 17-18% და 2020 20-22% დაახლოებით. გამოდის, რომ ეკონომიკურ ნორმალურ განვითარებას თუ ეს დოკუმენტი ეძახის მთლიანი შიდა პროდუქტის 30% ინვინსტირებას და ამ დროს, ეს ვერც ერთ დასახელებულ პერიოდში ვერ მიიღწევა, ანუ ეკონომიკა ნორმალურად ვერ განვითარდება ამ პერიოდის განმავლობაში? მე დამრჩა შთაბეჩდილება, რომ ან ეს სხვადასხვა ადამიანის დაწერილი და შემდგომ შეერთებული დოკუმენტია, სადაც ცალ-ცალკე კარგი იდეებია მართლაც, ან რაღაც გაუთვლელ ფაქტებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი. ისევე, როგორც საუბარია ლარიზაციის გაძლიერებაზე, არა მარტო კურსის სიმყარეზე, არამედ ლარისადმი ნდობა რომ არსებობდეს საზოგადოებაში. სხვათაშორის საერთაშორისო ორგანიზაციების დიდ ნაწილს უწერია რეკომენდაციის სახით, რომ მოხდეს ლარის გაძლიერება. მაგრამ, თუ ბოლო სამი თვის მოვლენებს გადავავლებთ თვალს, აი ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, შევეშვათ იმ კითხვას, რატომ ჰქონდა, კარგი იყო თუ არა ეკონომიკისთვის. მარტივი კითხვა დავსვათ : ასეთი ტიპის მოვლენა ეროვნული ვალუტისადმი ნდობას გააძლიერებს თუ დააკნინებს? დააკნინებს თავისთავად ცხადია. მოხდა არაპროგნოზირებადი ჯერ აწევა და შემდეგ ჩამოსვლა და ეხლა კიდევ რაღაც ახალი მაჩვენებელის დაფიქსირება. ბუნებრივია, ეს ეროვნული ვალუტისადმი მინიმუმ ნდობას არ უწყობს ხელს. ამიტომ, ეს ქმედებები და ასეთი დაწერილი და პრაქტიკაში განხორციელებული ნაბიჯები, ბუნებრივია საჭიროა, რომ უფრო მეტად თავსებადი იყოს ერთმანეთთან.
კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, შეეხებოდა დაგროვებით საპენსიო სისტემას, რაც თვისთვად საინტერესო იდეაა, მაგრამ დოკუმენტში ერთ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა აუცილებლად უნდა დაინერგოს და რამოდენიმე გვერდის შემდეგ საუბარია იმაზე, რომ საჭიროებს ანალიზს და შესწავლას. თუ ანალიზი და შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, რატომ ვსაუბროვბთ გადაწყვეტითმის დანერგვაზე? იქნებ ანალიზმა და შესწავლამ გვაჩვენოს, რომ არც ისე მარტივადაა საქმე და საჭიროა სხვა ნაბიჯების გადადგმა.
_ანუ, ფიქრობთ, რომ არაპროფსიონალურად შედგენილი დოკუმენტია, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური ანალიზი და გათვლები აკლია?
_ყოველ შემთხვევაში, რაღაც მომენტები უყურადღებობით არის გაპარული. მაგრამ, ერთი რაც დადებითი აქვს ამ დოკუმენტს აწერია თავზე, რომ ეს არის სამუშაო ვერსია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს სამუშაო ვერსია დაიხვეწება. მაგრამ, მე გულწრფელად ვისურვებდი, რომ მთვარობა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს ამ დოკუმენტს, ბიზნესმენებს თუ ა.შ უფრო სრულყოფილი დოკუმენტი წარედგინა. ეს დოკუმენტი, რომ გამოქვეყნდა, ვინაიდან მას სამუშაო ვერსია ეწერა, მე პირადად ყველანაირად ვეცადე მაქსიმალურად სუსტი წერტილი მეპოვნა. ამას ვამბობ პირდაპირ იმიტომ, რომ საბოლოო ვერსიაში თუკი ჩემი შენიშვნები იქნებოდა ამ კუთხით საჯაროდ მიწოდებული და გათვალისწინებული, კარგი იქნებოდა. ამიტომ მაქსიმალურად კრიტიკული ანალიზი გავუკეთე.
_რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდს, თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია ფონდის საქმიანობაზე?
_რამოდენიმე ტიპის ფონდი შეიქმა, სხვადასხვა ფუნქციებით და სხვადასხვა მიმართულებებით. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მანამდე არსებობდა საპარტნიორო ფონდი, სუვერენური ფონდი და თანაინვისტირების ფონდი. გავანებოთ სახელებსა და ფუნქციებს თავი. ყველაფრის იდეა იყო, რომ საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეეწყო ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისთვის, სხვდასხვა ფორმებით. მაგრამ, მთლიანობაში რომ ვუყურებთ ძალიან ძნელია, ვისაუბროთ ჩვენ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, როცა ამ ფონდების აქტიური მონაწილეობით, რაიმე ტიპის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში. მეორეს მხრივ, როგორც მახსენდება ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანეოლი გამოდის ხოლმე და ამბობს, რომ გაიზარდა ფონდის კაპიტალი, აქედან იქამდე. კი იზრდება, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, საბოლოო ჯამში როდის უნდა ჰპოვოს ამ ყველაფერმა რეალური ასახვა? მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მე ჯერ კიდევ ველოდები ამ დღეს. ამ ეტაპისათვის ჩემთვის ძნელია კვალიფიციურად ვიმსჯელო ამ ფონდების საქმიანობაზე, იმიტომ, რომ ფაქტია ინფორმაციის ნაკლებობაა. არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, არამედ არ არსებობს სრული ინფორმაცია.
შესანიშნავია როცა ფონდი იზრდება , მაგრამ მის ზრდაზე მნიშვნელოვანი მისი ეფექტიანობა. ისევე, როგორც ყოველთვის ვსაუბრობ არ აქვს ბიუჯეტი დიდი იქნება თუ პატარა, ბიუჯეტი უნდა იყოს ოპტიმალური. მე არ მიხარია არც ბიუჯეტის ზრდა და არც მისი დაკლება არგუმენტის გარეშე. ყოველთვის მაინტერესებს არგუმენტი მის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ხშირად დიდი ბიუჯეტი გადასახადებს ზრდის და პრობლემას უქმნის საზოგადოებას. რავიცი შევხედოთ ამ ფონდებს. მე ვფიქრობ საინვესტიციო კუთხით ხელისუფლებას უფრო მეტი სამუშაო აქვს ვიდრე მუშაობს.
_რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, საუბარია ხშირად იმაზეც, რომ პროექტები ჩერდება და ეს არცთუ ისე კარგად აისახება უცხოელი ინვესტორების განწყობაზე საქართველოს მიმართ...
_ფაქტია, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები ექმნება საინვესტიციო პროექტებს ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა კოლეგებმა - ირაკლი ლექვიაძემ, ლევან კალანდაძემ და ლევან ალაფიშვილმა, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ იქნებ შეექმნა სანვესტიციო საბჭო პრემიერის მეთაურობით. ეკონომიკური პროფილის მინისტრები იქნებოდნენ დაკოპლექტებულნი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებოდათ მსხვილ უცხოურ ინვესტორებთან. პირდაპირ შედგებოდა კომუნიკაცია. იმიტომ, რომ ვხედავთ არსებობს გარკვეული ტიპის პროექტები, რომლებიც უბრალოდ ვერ ვიგებთ საბოლოო ჯამში, როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა საერთოდ. მათ შორის, არსებობენ ინვესტორები, რომლებთან კომუნიკაცია ჩვენს გვაქვს. ისინი ამბობენ, რომ მათთვის რაღაც თარიღები, გადაწყვეტილებები უცნობია. ხშირად, მსხვილი ინვესტორები სწორედ მთავრობის ცალკე პირების ქვედა რანგის არაკოორდინირებული ქმედებების გამო არიან შეფერხებულები. ამიტომ კოორდინაციის პრობლემა რომ მოგვარდეს სასურველი იქნებოდა, რაღაც ინვესტიციებს არ მივუდგეთ, როგორც რიგირთი საკითხი, არამედ ეს იყოს ცალკე მსჯელობის საგანი.
_რაც შეეხება ხუდონჰესის მშნებლობის საკითხს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელმაც ძალიან დიდი დაპირისპირება გამოიწვია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა განვიხილოთ ხუდონჰესის პროექტი ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა?
_ხუდონჰესის შეფერხება აუცილებლად უარყოფითად აისახება. იმიტომ რომ ფაქტია, ხუდონჰესის დანახარჯის სარგებლიანობის ანალიზს თუ გაავკეთებთ ფაქტია, რომ სარგებელი აშკარაა უპირატესობაში ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ უკვე რეალურად ვდაობთ, თუ რატომ არ კეთდება ეს პროექტი.
ჩემთვისაც მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება მოუწიოთ საკუთარი საცხოვრებლის დატოვება, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ-ეკოლოგიური ტიპის არგუმენტებს აქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ნებისმიერი ტიპის მცირე საწარმოს მშენებელობაც კი სახლის მშენებლობა და ა.შ რაღაც დოზის გარემოს აზიანებს. მაგრამ, ამავე დროს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაში ეკონომიკური განვითარება არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ სარგებლიდან საბოლოო ჯამში, რომელიც შეიძლება ამ პროექტმა მოიტანოს, ეს პროექტი არის გარკვეულწილად იმიჯი. თუ ჩვენ ეხლა ავღმოვაჩენთ, რომ საქართველოში შემოსულია ინვესტორი, როგორც ხუდონჰესზეა ამ შემთხვევაში საუბარი, რომელიც მილიონ დოლარს დებს ქვეყანაში და თუ ამ ინვესტორს ყველაფერს გავუკუთებთ იმისთვის, რომ ის უკან წავიდეს, მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, რომელიც ფიქრობს, ამ ქვეყანაში რომ შევიდე მილიონიანი ივესტიციით, ან განვახორციელებ ან ვერა, იმისდა მიხედვით, იქ შიგნით ჯგუფები, როგორ განლაგდებიან და მთვარობა ბოლომდე დამიჭერს მხარს თუ ნახევრად. ამიტომ ეს ძალიან ცუდი მესიჯი შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში. ეს ერთი პროექტის დანაკარგს არ ნიშნავს, ეს არ არის პატარა ინვესტორი, რომელიც ასი ათას დოლარიან მაღაზიას ხსნის.
როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ენერგო უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესის საკითხი. ლაპარაკი და სპეკულაცია, იმაზე რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს იმიტომ, რომ ელექტროენერგია გაიყიდოს, რა თქმა უნდა, ზაფხულში ჭარბი ელექტროენერგია რომ იქნება, უნდა გაიყიდოს, მაგრამ იმაზე, რატომ არავინ საუბრობს, რომ ზაფხულში ხუდონჰესის ამოქმედების დროსაც კი, ბოლომდე კიდევ სათუოა საქართველოს ენერგო მომარაგება 100%. ჩვენ დღეს ვყიდულობთ ელექტროენერგიას რუსეთიდან. საბოლოო ჯამში რუსეთის ე.წ. 10-ცენტიან ელექტროენერგიას ვანაცვლებთ ხუდონის ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიით. კიდევ უფრო ნაკლებად დამოკიდებულნი ვხდებით ამ შემთხვევაში რუსეთზე, ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო იზრდება.
_გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილები და მრავალი სხვა დადებითი ფაქტორებიც მოსდევს ამ ტიპის პროექტებს...
_სამუშაო ადგილი იქნება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ გარდა ამისა, ყველა დიდ პროექტს ახასიათებს მცირე პროექტის განხორციელება - იმ ადამიანებს იქ სასტუმრო დასჭირდებათ, კვების ობიექტი დასჭირდება და ა.შ. საბოლოო ჯამში დასჭირდებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და რა თქმა უნდა ადგილზე მოხდება ამის მიწოდება.
თან საქართველოში ერთი რამ ავიწყდებათ - ზედმეტ იმედებს არ დავამყარებდი მე რუსეთს მეტოქეობის პერიოდში, ენგურჰესზე. რათქმაუნდა ჩვენ შეგვილია ვთქვათ და ჯერჯერობით ასეც არის, რომ ენგურჰესი არის საქართველოს საკუთრება, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი გვაძლევს ისეთ მესიჯებს, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრების გადმოწევის და გამყოფი ზოლების შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს, რომ რუსეთმა მის მიერ მოგონილი რუკით გადაწყვიტოს, რომ ენგურჰესი არის უფრო იქით ტერიტორია, მას ჩვენ როგორ ვეწინააღმდეგებით? ვთქვათ ამის გეგმა არსებობს? ენგურჰესის პოტენციელი რომ დაიკარგოს, ჩვენ რას ვაკეთებთ? თუ რუსეთიდან ასეთი ნაბიჯი წარმოუდგენელია და „რუსეთი ამას ჩვენ არ გაგვიკეთებს“ იმიტომ, რომ ,,ჩვენ ძალიან ვუყვარვართ“?!
გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ყველას ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ამავედროს არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის ინტერესები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს და ეს არის აუცილებლად მოწესრიგებული, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ აქტიურად უნდა აჩვენოს ინვესტორებს, რომ ის მათ ინტერესებს იცავს.
_თუმცა ხელისუფლებას უკვე ამ შემთხვევაში მოსახლეობის წინაშე უჩნდება პრობლემები და ამიტომ, უნდა იყოს თუ არა ასეთ დროს ხელისუფლების პოზიცია ცალსახა, თუნდაც როცა საქმე ენერგო დამოუკიდებლობას ეხება?
_ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბუნებრივია სხვა ადამიანების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. აქ არის ზოგადი და შედარებითი ფაქტორები. ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება სამხედრო სამსახური არ უდოდეს, მაგრამ როცა სახელმწიფო სავალდებულოს ხდის სამხედრო სამსახურს, ყველა არის ვალდებული იმსახუროს. ეს პირდაპირ შედარება არ ივარგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
კარგია, რომ ვთქვათ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან აქცენტი გაკეთდა მსგავსი ტიპის პროექტების მნიშვნელობაზე, თუმცა, ვისურვებდი, რომ მთავრობა უფრო აქტიური იყოს. საბოლოო ჯამში, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, არის მთავრობის პრეროგატივა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა მოსახლეობას მეტი მოთხოვნა გაუჩნდება, ტემპერამენტიან ქართველ ამომრჩეველს თავისთვად ცხადია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სერიოზული არგუმენტი, რატომ არ ცხოვრობს ქართველი ხალხი უკეთესად, ვიდრე ამას ჰპირდებიან. ეს შეკითხვები ჩნდება და ბუნებრივიცაა.
აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების მიმართ უნდა უჩნდებოდეს საზოგადოებას ეს კითხვები და მე თუ მკითხავთ, უფრო ადრეც, ვიდრე საქართველოში უჩნდებათ ხოლმე.
მასალის გამოყენების პირობები






