ვინ არის ნოდარ დუმბაძის ნამდვილი ტიგრან გულოიანი, მიქელგაბრიელს რომ ელოდება
საზოგადოება - 22:42, 26 Feb, 2014     9849

,,კვირის პალიტრა“ ნოდარ დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღების“ ცნობილ გმირ ტიგრან გულოიანის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიაზე წერს, რომელიც თავად უამბო ერთ დროს ცნობილმა ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“. ,,კვირის პალიტრის“ ჟურნალისტმა სწორედ იმ ტიგრან გულოიანს მიაკვლია, რომელიც ნოდარ დუმბაძემ თავისი ნაწარმოების პერსონაჟად აქცია.

,,პირადად ჩემთვის თითქმის დაუჯერებელი ინფორმაცია - ”თეთრი ბაირაღების” ერთ-ერთი გმირი, ტიგრან გულოიანი ცოცხალია და რუსთავში ცხოვრობსო - კოლეგისგან მივიღე. ჩვენს ”პაპარაცისთან” ერთად მაშინვე მეტალურგთა ქალაქს მივაშურე და ნოდარ დუმბაძის წყალობით, მილიონობით ადამიანისთვის კარგად ცნობილი კანონიერი ქურდი მართლაც იქ ვიპოვე...“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი.

გულოიანი ნოდარ დუმბაძის გაცნობის ამბავს ჰყვება. მისივე მონათხრობით, ის არტუშ გრიგორიანია რეალურად, ხოლო ტიგრან გულოიანი მოგვიანებით დაირქვა.

,,სანამ ნოდარს გავიცნობდი, ჯერ ”პაბეგი ავიკიდე”, ანუ კოლონიიდან გავიქეცი. თეთრიწყაროს რაიონში ვიმალებოდი. იქ ერთი მეტყევე მოვკალი - როგორც დუმბაძე ამბობს, იმიტომ, რომ გლეხებს შეშას არ აძლევდა და სულ თავისთვის მიჰქონდა... სწორედ მაშინ შევიცვალე გვარ-სახელი. სინამდვილეში არტუშ გრიგორიანი ვარ, მერე კი ტიგრან გულოიანი გავხდი... მაინც დამაკავეს და კვლავ ციხეში მიკრეს თავი. ნოდარიც იქ ვნახე“.

გულოიანმა ,,ქრუდობას“ 20 წელია თავი დაანება და როგორც ის ამბობს, უკვე ,,მიქელგაბრიელს ელოდება“.

,,ქურდებს ვუთხარი, - ძმებო, ჩვენი ტრადიციებისთვის არასოდეს მიღალატია, მაგრამ დავუძლურდი, სნეულებები მაწუხებს და გამიშვით-მეთქი. შემომითვალეს, - წადი, ტიგრან, დაისვენე, ოღონდ მილიციასთან არ ითანამშრომლოო. ასეც მოვიქეცი. ვდგავარ ახლა აქ და მიქელგაბრიელს ველი... ზოგი მეუბნება, - ლეგენდარული კაცი ხარო... რა ვიცი, ასეთად არასოდეს მიმაჩნდა თავი...“, - ჰყვება გულოიანი ,,კვირის პალიტრის“ ჟურნალისტთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42