12 წლის გაუჩინარებული გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს
საზოგადოება - 20:12, 26 Feb, 2014     6648

ქუთაისში 12 წლის გაუჩინარებული გოგონას დედა ეთერ გვენეტაძე Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი არ გათხოვილა და მასზე ზეწოლა ხორციელდება.

მისივე თქმით, გოგონა მას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა სად და ვისთან ერთად იმყოფება, ეს დედისთვის კვლავ უცნობია.

„ჩემი შვილი არ გათხოვილა. მასზე ვიღაც ახორციელებს ზეწოლას და ამიტომაც ამბობს, გავთხოვდიო... მე ქალაქის ტელეფონით მეკონტაქტება და ამიტომ ვერ ვახერხებ ვერც ნომრის და ვერც მისი ადგილმდებარეობის დადგენას“, - ამბობს ეთერ გვენეტაძე და დედა მცირეწლოვანი ქალიშვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 წლის მარიამ სულაბერიძე გათხოვდა და პოლიციაში ამ დროისათვის საქმე აღძრული იმ მიზეზით არ არის, რომ გოგონა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გამოდის. სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პოლიცია კონკრეტული მუხლით ძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ 5 დღის შემდეგ გოგონა არ გამოჩნდებოდა და დაკარგულად გამოცხადდებოდა.

ცნობისთვის, მარიამ სულაბერიძე ოჯახის ერთადერთი შვილია. ის ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობს. როგორც გოგონას დედა, ეთერ გვენეტაძე აცხადებს, მან იცოდა, რომ მოზარდს შეყვარებული ჰყავდა და მესიჯებს წერდა, ამიტომ ტელეფონი წაართვა.

ნინა შადური






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42