საზოგადოებრივმა დამცველმა "კავკასუსს" და "სილქნეტს" მიმართა
საზოგადოება - 15:39, 26 Feb, 2014     1480

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტ-მომსახურების გაძვირებული ტარიფების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე ბოლო პერიოდში მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მომსახურების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო, 2014 წლის 24 თებერვალს კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და სს „სილქნეტს“. საზოგადოებრივი დამცველის წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებლები ინტერნეტპროვაიდერების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული გაუმჯობესებული მომსახურებისთვის, გაორმაგებული ინტერნეტ სიჩქარისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილის მტკიცებით, მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

ასევე, მოხდა კომპანიების ინფორმირება, რომ მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია ითხოვს, შეღავათიანი პირობები და მინიმალური ტარიფი დარჩეს იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულ მომხმარებლებად ითვლებიან.

აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერი კომპანიებისგან გამოითხოვა ინფორმაცია ტარიფების გაძვირების საფუძვლების შესახებ. ასევე, ინფორმაცია იმის თაობაზე, სამომავლოდ დაგეგმილია თუ არა მომხმარებელთათვის ოპტიმალური ტარიფის შეთავაზება.

ინტერნეტპროვაიდერებისგან მიღებულ ინფორმაციას ტარიფების ცვლილებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დამატებით გაცნობებთ“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42