კინორეჟისორი და „საქართველოს ვაზის პარტიის“ ლიდერი გიორგი შენგელაია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა საერთოდ არ აქვს ამოსაღები.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - რას ფიქრობს „ნაციონალების“ ინიციატივაზე - თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, რომ რუსებს ულტიმატუმი წავუყენოთ და ქვეყნის დეოკუპაცია გახდეს მთავარი თემა?
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუაროს თავის ბოზ მამიდებს. ეს ქართული გამოთქმაა და ზუსტად ასედაწერე! მაგათი ლაყბობა ვის აინტერესებს, სუყველა ქურდი და ჯიბგირია. ხმა არ აქვთ ამოსაღები, კომენტირებასაც ვერ უნდა ბედავდნენ და საზოგადოებაშიც თავს არ ყოფდნენ. ხომ ნახეთ ვანომერაბიშვილის კადრები, დავალებას რომ აძლევს სპეცრაზმს - ორი გვამი მჭირდებაო. თუ ფსიქოლოგიურად გავაანალიზებთ ამ გამონათვამს, მივხდებით, რომ ეს ვანოსი კი არა, მიშას სიტყვებია. წლების განმავლობაში სააკაშვილი ლაპარაკობდა ასეთი ტერმინებით, მერაბიშვილი მაგის მთქმელი არ იყო, ის ვერაფერს წყვეტდა, ყოველთვის ცარიელი ადგილი იყო. მიშა ისეთივე დამნაშავეა, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, პინოჩეტი თუ სხვები. სააკაშვილი და მთლიანად„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდნენ!“, - აცხადებს გიორგი შენგელაია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






