გიორგი მარგველაშვილი ყვარელს ესტუმრება
საზოგადოება - 11:03, 26 Feb, 2014     1545

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ყვარელს ესტუმრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი 14:00 საათზე ყვარელში, კომპლექს "გვირაბში" საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "მეღვინეობა ხარება" გამართავს.

"ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ენოლოგი ჰერვე რომატი", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია მოეწყობა, ძველი წელთაღრიცხვის ქართული ღვინის მასალის ჭურჭლების გამოფენა და არქივში დაცული ისტორიული ფოტომასალის დემონსტრირება გაიმართება. ასევე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის წარმოების შესახებ.

მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან ხელისუფლების სხვა პირები, ასევე ბიზნეს სექტორის, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.

გარდა ამისა, დღესვე გიორგი მარგველაშვილი სოფელ ზინობიანს ესტუმრება (ყვარლიდან 15 კმ-ში), სადაც ისტორიული კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე მოსახლეობა - უდიები ცხოვრობს. ქვეყნის პირველი პირი სოფლის სკოლაში არსებულ მუზეუმს დაათვალიერებს, სადაც უდიების კულტურული მემკვიდრეობის ნივთები და ეთნოგრაფიული ექსპონატებია განთავსებული.
"მუზეუმში ასევე ფოტომასალისა და წიგნების სახით თავმოყრილია ისტორიული მონაცემები, გაქრობის ზღვარზე მყოფი უძველესი მართლმადიდებელი ერის შესახებ. მსოფლიოში უდიებით კომპაქტურად დასახლებული სულ ორი სოფელია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესდღეობით, საქართველოში 1200-მდე მართლმადიდებელი უდი ცხოვრობს, რომელთაგან 400 სოფელ ზინობიანის მკვიდრია", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია "უდი"უმასპინძლებს, რომელიც 2001 წლიდან ამ ისტორიული ერის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობს.

"ამ მიზნით, სკოლაში, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადგილობრივი ბავშვები უდიურ ენასაც სწავლობენ", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42