ადვოკატ გიორგი ონიანის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სვანებმა აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც თბილისში მცხოვრები, ასევე ლენტეხიდან ჩამოსული სვანები.
როგორც გოგა ონიანის მამამ, ნუგზარ ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ითხოვს, რომ მისი შვილი დღესვე გაათავისუფლონ. ნუგზარ ონიანის განცხადებით, ყველა უნდა დაისაჯოს ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა მის შვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამიტომ ითხოვს შვილის გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეების თქმით, რას მოიმოქმედებენ ისინი, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით "გოგა, სვანეთი შენთან არის". აქციის მონაწილეები უკვე შევიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გოგა ონიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






