დავით ნარმანიამ საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ სემინარი გახსნა
საზოგადოება - 18:02, 25 Feb, 2014     1718

დღეს სასტუმრო „შენატონ მეტეხი პალასში“ საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გიმართა. სემინარი ნიდერლანდების სამეფოს ელჩიმა, ჰანს ჰორბახმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გახსნეს.

სემინარი მოაწყო ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „ევროპის სახლი“ და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად. სპეციალურად ამ სემინარში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჰოლანდიელი ექსპერტები ჩამოვიდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისა და დაინტერესებული ბიზნესპარტნიორების გამოცდილების გაზიარებასა და მსჯელობას, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.

სემინარზე საქართველოში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნუგზარ გასვიანმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტმა, ჰანს ხოტხელფმა.

ამავე შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მენეჯმენტზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მობილურობის გაზომვის სისტემებზე.

„პოლანდიური გამოცდილების გაზიარება ჩვენი სამსახურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტი ვისწავლოთ და მეტად გავითვალისწინოთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები, რომ რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.

დღესვე, მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაგრძელდება ევროპის სახლში, სადაც ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ჰანს ჰორბახის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიასა და პროფესორ ფრედ ვეხმანის გამოსვლების შემდეგ, საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა „A-დან B-მდე“ გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42