საქართველოს მასშტაბით სოფლის კრებები ჩატარდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:17, 25 Feb, 2014     2540

კრებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართება და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, თუ რისი მოწესრიგება ესაჭიროება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფლის რწმუნებულები დაატრენინგეს, რათა მათ პროგრამის ეფექტურად ადმინისტრირება შეძლონ. მათ მკაფიოდ განემარტათ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს და სოფლის რწმუნებულებმა მხოლოდ ტექნიკური სამუშაო უნდა შეასრულონ.

თუმცა, პროცესის სწორად წარმართვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მოქალაქეთა აქტიურობაა. ამიტომაც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სოფლის კრებებში და გადაწყვეტილება თანასოფლელებთან ერთად თავად მიიღონ.

გარდა ამისა, პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო მიმართავს ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ სოფლის კრებებისა და, ზოგადად, პროგრამის მონიტორინგის პროცესში, რათა ის გამჭვირვალედ წარიმართოს, რეალურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ადგილობრივი ხელისუფლების ცალკეულმა თანამდებობის პირებმა თავად არ გადაწყვიტონ პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების საკითხი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოხდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებების დაკმაყოფილება.

პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, 2014 წელს მისი ადმინისტრირების წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვამ შეიძინა უფრო მიზანმიმართული ხასიათი. თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და/ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მცირეკომლიანი სოფლების (რომლებიც, ძირითადად, მთიან რეგიონებში მდებარეობენ) ხვედრითი წილი და ასეთი სოფლების დაფინანსება გაიზარდა. ეს ცვლილება მეტ საშუალებას მისცემს აღნიშნულ სოფლებს, გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და ხელს შეუწყობს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შედეგად, შეანელებს არასასურველ მიგრაციულ პროცესებს.

პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს 2014 წელს. აღნიშნული ნორმა ხელს შეუწყობს პროგრამის განმახორციელებელთა პასუხისმგებლობის ამაღლებას და უფრო ხელშესახებსა და საგრძნობს გახდის მის შედეგებს სოფლის მოსახლეობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42