საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იუნკერების ხსოვნას
საზოგადოება - 13:53, 25 Feb, 2014     1678

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო მათი მემორიალი. „ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა კიდევ ერთხელ მწუხარებით და, ამავდროულად, სიამაყით აღვნიშნოთ ის, თუ როგორ იბრძოდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს ისტორიაში ცოტა თუ არის ცნობილი ისეთი ომი, სადაც ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა მტერზე მეტი იყო ან მას უტოლდებოდა. საკუთარი სამშობლოს დაცვას ყოველთვის მცირერიცხოვანი გმირი ადამიანების ბრძოლის შედეგად ვახერხებდით. ბუნებრივია, მათ მაგალითზე გვეძლევა მხნეობაც და უნარიც მუდმივად დავიცვათ ჩვენი პატარა ქვეყანა ძლიერი იმპერიებისა და აგრესორებისგან, რომლებიც, ისტორიულად, მუდმივად გვიტევნდენ, მაგრამ ვერასდროს გაგვტეხეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა

ირინე იმერლიშვილმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია. შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქე. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადებულია საბჭოთა ოკუპაციის დღედ და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42