თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
საზოგადოება - 09:37, 25 Feb, 2014     2499

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების აღსადგენად, დილიდან, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ავარიულადაა დაზიანებული მაგისტრალური მილის სოფელ ნატბეურთან გამავალი მონაკვეთი.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რაიონებს

ზემო ვაკეს, ჩოლოყაშვილის გამზირს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს; ზემო ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს; კრწანისის რაიონში - გორგასლის ქუჩის ნაწილს, ჟ. კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, თუმანიანის, აბესაძის, ახოსპირელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ასევე, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 26 თებერვლის დილის 06:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოსაძიებლად, შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ფეიბუქის გვერდს - Georgian Water and Power - GWP LTD, Official, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის მუდმივად განახლებად ვებგვერდზე - www.georgianwater.com - „mTavari gverdidan“ "გადაუდებელი სამუშაოების" ჩანართზე გადასვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42