მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლოება ერთი კვირის მანძილზეა შესაძლებელი
საზოგადოება - 21:23, 24 Feb, 2014     5399

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის მანძილზე, 24 საათის განმავლობაში საშუალება ექნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს მიეახლოს.

“ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმიდა ნაწილების აღმოყვანებას და დღეს უკვე სვეტიცხოვლიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გადმობრძანებას. დიდია ხალხის სიყვარული მისადმი, ამიტომაც სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება მიეახლოს წმინდანს.

უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა. თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

საერთოდ, აღმოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი ან მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხრწნელია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ მაგალითად, მოციქულების, წმიდა გიორგის, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი.

რაც შეეხება მამა გაბრიელს, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმიდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა, როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა. ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12:00-დან 17:00 საათამდე საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი.

თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს, მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს!”, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42