მოდის კრიტიკოსებმა რამდენიმე მათგანი გამოარჩიეს და წინა კვირის რამდენიმე სასაცილო იმიჯი დაასახელეს:
1. პერის ჰილტონმა უცნაური სამოსით საზოგადოება ორჯერ გააკვირვა, ერთხელ, როცა საკუთარი დაბადების წინა დღეს ვარდისფერი Bentley-დან გადმოვიდა და მეორედ საკუთარ დაბადების დღეზე, რომლის აღნიშვნაც მან Alon Livne-ს კაბით და საცვლის გარეშე გადაწყვიტა. მისი იმიჯი, ბარბისას შეადარეს და აღნიშნეს, რომ ჰილტონის სამოსი ამ სათამაშოს უფრო მოუხდებოდა:
2. მომღერალი მერაია ქერი საკუთარი პიკანტური სამოსით ცნობილია და გამონაკლისი არც კვირას გამართული კონცერტი გახდა. ქერი მსმენელის წინაშე შავი, ღრმად დეკოლტირებული და მოდის კრიტიკოსების თქმით, საკმაოდ უგემოვნო კაბით წარსდგა:
3. მსახიობი ჟასმინ ვალია ყურადღებას თამამი სამოსის ხარჯზე იქცევდა. ნაკლებად ცნობილ მსახიობს ეს გამოუვიდა და ყველაზე უცნაურად ჩაცმულთა სიაში კაბის დამსახურებით მოხვდა:
4. გერმანელი მსახიობი დაიანა კრიუგერი კი, ისევ და ისევ მოდის კრიტიკოსების თქმით – ,,Chanel-ის კაბაში ისე გამოიყურებოდა, როგორც სკოლის მოსწავლე, რომელსაც მშობლები გამოპრანჭავენ“:
5. კრის ჯენერმა გადაწყვიტა ჩექმებიანი კატის იმიჯი მოერგო, რაც ასევე გახდა სალაპარაკო თემა:
6. 27 წლის ამერიკელი მსახიობი შაია ლა ბაფი კი ფილმის პრემიერაზე თავზე ჩამოცმული ქაღალდის პაკეტით მივიდა, რომელზეც ეწერა – ,,მე პოპულარული აღარ ვარ“-ო. რაც შეეხება ფოტოსესიას აქ ის ჩვეულ ფორმაში გამოჩნდა – დასვრილი ფეხსაცმლით და ძველი სამოსით:
მასალის გამოყენების პირობები